თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარებას დაეხმარება
საზოგადოება - 13:20, 09 Dec, 2016     2235
თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განარხორციელებს. თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.

მომავალ თანამშრომლობაზე თიბისი ბანკის სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრეს.

თიბისი ბანკის მხარდაჭერით უკლებლივ ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა, კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები (Multi Card), რომელიც საშუალებას მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად - ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადაიხადონ და მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმონ საბაგიროს ბილეთების შეძენას.

სულ მალე Multi Card ბარათებზე ანგარიშის შევსება „თიბისი ფეის“ აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ბანკი ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისათვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფორტის შეთავაზებას.

წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სიახლეა. ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში. 10 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება გუდაურის, ბაკურიანისა (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კურორტები. 24 დეკებერს გაიხსნება სვანეთში, თეთნულდის კურორტი, ხოლო 25 დეკემბერს ბაკურიანი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამურო გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42