გორში შიდა ქართლის განვითარების სტრატეგია განიხილეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:15, 20 May, 2013     476

 

პროექტი რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილ ჯგუფებში მომუშავე ექსპერტებმა წარმოადგინეს, რომელიც მუნიციპალიტეტების მიხედვით შექმნილ ოთხ სამუშაო ჯგუფში ორთვიანი რეგულარული შეხვედრების, შესაბამისი მასალების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბეს. სტრატეგიის პროექტი შიდა ქართლის მდგრადი განვითარების ოთხი ძირითადი მიმართულებით სტრატეგიულ განვითარებას გულისხმობს.

 

შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIძ "ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის წარმომადგენლები და სამუშაო ჯგუფის წევრები.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის მოსაზრებები, რომლებიც მუშაობის შედეგაც გააჩნია სამუშაო ჯგუფებს და ექსპერტებს, ხოლო დოკუმენტი საბოლოო სახეს მაისის ბოლომდე მიიღებს.

 

"წარმოდგენილი დოკუმენტი მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისათვის ვინაიდან ეს იქნება ხედვები თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს შიდა ქართლის რეგიონი მომავალი წლების განმავლობაში. სამოქმედო გეგმა კი რომელიც შემდგომ ამ დოკუმეტის საფუძველზე შეიქმნება, ზუსტად განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის კონკრეტულ მიმართულებებს რეგიონალური ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს მართვის საკითხებში", აღნიშნა ზურაბ ჩხეიძემ.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ წარმოდგენილი პროექტის ელექტრონული ვერსია გაეგზავნება განხილვაში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს, ექსპერტებისათვის შენიშვნებისა და მოსაზრებების მიწოდებისათვის. კორექტირებულ პროექტს კი შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ შექმნილი რეგიონული საბჭო დაახლოებით ორ კვირაში დაამტკიცებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42