ოზურგეთის საკრებულომ მეტროსადგურების და ნავსადგურის სახელდების წესი ჯერ კიდევ შარშან განსაზღვრა
საზოგადოება - 15:28, 08 Dec, 2016     11716
ახმეტის საკრებულომ 2016 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე დადგენილება მიიღო, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები დაამტკიცა. თუმცა როგორც აღმოჩნდა მეტროპოლიტენის სადგურებისთვის სახელწოდების მინიჭების წესის მიღება ახმეტას ოზურგეთმა ერთი წლით დაასწრო, ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ აღნიშნული დადგენილება ჯერ კიდევ 2015 წლის 31 აგვისტოს მიიღო.

2015 წლის 31 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო №37 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგური, პავილიონი და ვესტიბიული, საჰაერო-საბაგირო გზის სადგური, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი და ნავსადგური და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი აეროპორტი და აეროდრომი სახელწოდების მინიჭების წესები. დადგენილება 2015 წლის 31 აგვისტოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ გევრდზე გამოქვეყნდა https://matsne.gov.ge/ka/document/view/2963333 . თუმცა იმის გამო, რომ მეტროპოლიტენი მხოლოდ თბილისშია, ახმეტაში ამ წესის შესაბამისად ჯერ-ჯერობით არცერთი მეტროს სადგურის სახელი არაა შერჩეული.

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოგრაფიული ობიექტი – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი;

ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი (მეტროპოლიტენი, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, საწყალოსნო მიმოსვლის გზა და სხვა); სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (მეტროპოლიტენის სადგური, პავილიონი და ვესტიბიული, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, გადასაჯდომი სადგური, სატრანსპორტო კვანძი, ტერმინალი; საჰაერო-საბაგირო გზის სადგური, საწყალოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი და ნავსადგური) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, სადგური, პლატფორმა, აეროპორტი და აეროდრომი);






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42