მეუფე იოსები დაფინანსებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერის განცხადებას ეხმაურება
საზოგადოება - 15:04, 08 Dec, 2016     2936
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოსები ეპარქიის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერის განცხადებას ეხმაურება:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ქალაქის მერის განცხადებებს და ეპარქიისადმი ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საკითხს.

ნებისმიერი შემოწირულობა, დაფინანსება და მიზნობრივი დახმარება მოხმარდა და ხმარდება ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და განვითარებას;

დაფინანსება, რომელსაც ქალაქის მერია გამოყოფს, არასოდეს ყოფილა წელიწადში 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარზე მეტი, ხოლო 2016 წელს გაცილებით ნაკლები - 25 000 (ოცდახუთიათას) ლარს შეადგენდა;

ტაძრის ქტიტორები და მშენებლები კარგად უწყიან, რომ აღნიშნული დაფინანსება ერთი მცირე ტაძრის მშენებლობისათვისაც კი არ არის საკმარისი;

ეპარქია საკუთარი მეურნეობის და საეკლესიო შემოწირულობებიდან ეხმარება საციალურად შეჭირვებულ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით და სხვა;

მზადყოფნას გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფინანსისტებთან ერთად, დეტალურად განვიხილოთ მერიის მხრიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვითი ნაწილი და ანგარიში; ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევთანხმდეთ სამომავლოდ, ანგარიშვალდებულების ნებისმიერ მისაღებ მექანიზმზე.

ჩვენ ვლოცულობთ მრევლისთვის, მთავრობისა და მხედრობისათვის, მათ შორის ქალაქის მერის და მისი თანამშრომლების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42