,,მამა გაბრაზდა, რომ მშობლების არყოფნის დროს სახლში ბიჭი იმყოფებოდა“ - ქუთაისში მომხდარი ძალადობის დეტალები
საზოგადოება - 19:05, 07 Dec, 2016     16798

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შვილის ცემის ბრალდებით არასრულწლოვანი გოგონას მამა დააკავეს. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში უთხრეს, გამოძიება 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა, არასრულწლოვანი #32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. „ნიუპოსტი“ სკოლის დირექტორს ჯეირან კოღუაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:

„მესამე კლასელ ბავშვს კისრის არეში ჯერ თანაკლასელმა სილურჯე შეამჩნია, შემდეგ ბავშვი თავად მივიდა მასწავლებელთან და აჩვენა ეს სილურჯე. ჩვენ ამის შემდეგ რა თქმა უნდა ფაქტით დავინტერესდით, მანდატურის სამსახური და სკოლის ადმინისტრაცია საქმის კურსში ჩავაყენეთ. მშობელიც დავიბარეთ სკოლაში. ამ ბავშვის მშობლები ევროპაში იყვნენ წასულები, დედა ახლაც იქ არის, მამა დეპორტით გამოუშვეს და ახალი დაბრუნებულია. ამ ბავშვს უფროსი დები ჰყავს. როგორც ბავშვი ჰყვება, ეს ფაქტი 30 ნოემბერს დაფიქსირდა სკოლაში, წინა დღით კი ბავშვის თქმით, მათთან ბიჭი იყო სტუმრად და კომპიუტერში რაღაციც ყურების დროს მისთვის ამ ბიჭს უკოცნია და ბავშვმა თქვა რომ ეს სილურჯე კოცნის შემდეგ დარჩა მას კისერზე. ამ საუბარს მშობლები და მოზარდის უფროსი დებიც ესწრებოდნენ.

სკოლის ეზოში კი მამასა და უფროს ქალიშვილებს შორის შელაპარაკება მოხდა, მამა გაბრაზდა იმ ფაქტზე, რომ მშობლების არყოფნის დროს მათ სახლში ბიჭი იმყოფებოდა. ქალიშვილები მას შეელაპარაკნენ, ერთი გაიქცა, მეორე უფროს ქალიშვილს კი თმებში სწვდა და როგორც ამბობენ თვითმხილვლები დაარტყა კიდეც. ამის შემდგომ თვითმხილველებმა სამართალდამცავები გამოიძახეს და შესაბამისი მუხლით გამოძიებაც დაიწყო“, - აღნიშნავს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჯეირან კოღუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42