მეზობელთა ნაწილი აცხადებს, რომ მოკლული 50 წლამდე მამაკაცი ხშირად აგრესიულად იქცეოდა და ის 80 წლის დედამ სავარაუდოდ თავდაცვის მიზნით მოკლა.
ბეჟანიძეების მეზობლების თქმით, მოკლული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ხშირად ლოგინში იწვა.
სხვა ვერსია აქვს კიდევ ერთ მეზობელს, მისი მონაყოლის მიხედვით, ვინაიდან მამაკაცი საწოლს იყო მიჯაჭვული მას მოხუცი დედა ვერ უვლიდა.
"როლანდი შშმ პირი იყო, ფაქტობრივად საწოლს იყო მიჯაჭვული, ვერ გეტყვით, რომ მას მერი (მოკლულის დედა) აგრესიულად ექცეოდა. დღეს დილით, მოკლული მამაკაცის ძმის არასრულწლოვან შვილებს უნახიათ. ოჯახმა საპატრულო პოლიციას გამოუძახა. ქალი დაკავებულია"- უთხრა "ნიუპოსტს" გარდაცვლილის მეზობელმა.
ოფიციალური ინფორმაციით,მამაკაცს ყელის არეში ნაჯახით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
როგოც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული საგამოძიებო უწყებაშია გადაყვანილი. უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






