ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
საზოგადოება - 13:14, 07 Dec, 2016     1323

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია:

  • „კასპის შშმ პირთა კავშირი“ - მოწნული ხელნაკეთი ნივთების და ავეჯის საწარმო, სადაც შშმ პირთა დასაქმების ქსელი შეიქმნება - კასპი;
  • სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ - კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე და საცხობი - წნორი;
  • კავშირი „რეა“ - ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმის საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცის (მაღაზია/სალონი) შექმნა - თბილისი;
  • „შესაძლებლობების სივრცე“ - ინკლუზიური ეკო-ბანაკი - ლაგოდეხის ნაკრძალი;
  • "აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო" - ადაპტირებული ჰოსტელი - ბათუმი;

საგრანტო კონკურსში ჯამში 154 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ პროექტების შეფასება-განხილვის შედეგად 23 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს 2 დღიანი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რის შედეგადაც ჟიურის წინაშე საბოლოო პრეზენტაციით წარსდგნენ, 23 ფინალისტიდან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“ 2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს და პროექტების დასრულებამდე მონიტორინგს გაუწევს მათ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანი, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსებული სოციალური საწარმოების საქმიანობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42