ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შესახებ ელექტრონულ ანგარიშგებასთან დაკავშირებით მეწარმეებისთვის სწავლება გაიმართება
საზოგადოება - 11:07, 07 Dec, 2016     1214

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის“ (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილება) თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აწარმოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან.

მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმის მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად ავსებენ საქმიანობის სუბიექტები და საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ 15 თებერვლამდე შესათანხმებლად წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.

მეწარმეების სამინისტროსთან ანგარიშგების პროცესის გამარტივების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუზველზე 2017 წლის 1 იანვრიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების წარმოდგენა მოხდება ელექტრონული სახით.

მ/წ 26-28 დეკემბერს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურისა და სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჩატარდება ერთდღიანი სწავლება, რომელიც მიეძღვნება ახალი ელექტრონული სისტემის გაცნობას და მისი გამოყენებით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშგების განხორციელების ხელშეწყობას.

სწავლებაში მონაწილეობის მიღების მსურველები მ/წ 20 დეკემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfyiWYzO2GrZ9qz2loa_SKvhWDuoU1n3W7__XbtRYM5PYagOg/viewform?c=0&w=1

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურს, ტელ.: 2727228





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42