დავით ნარმანია სმენადაქვეითებულთა ანსამბლ „ლილეს“ წევრებს შეხვდა
საზოგადოება - 16:30, 06 Dec, 2016     1760
თბილისის მერი დავით ნარმანია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ანსამბლ „ლილეს“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ.

სმენადაქვეითებულთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ესპანეთში გამართული ხელოვნების საერთშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელია.

ანსამბლი „ლილე“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარიში გამართულ კონკურსზე ,,მზე და ზღვა” თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფოს ზრუნვისა და ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ფესტივალი ესპანური კომპანია “ფიესტალონია მილენიოს” ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი სამუსიკო გუნდები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე სტუმრებმა თბილისის მერსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ ფესტივალის ესპანელი ორგანიზატორების მადლობის სიგელები გადასცეს.

დავით ნარმანიამ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნიჭის და უნარების რეალიზების მხარდასაჭერად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე სპეციალური პროგრამა ბიუჯეტში გავითვალისწინეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხმა და ნიჭი სათანადოდ ისმოდეს. მიხარია, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღო და ანსამბლმა საერთაშორისო მასშტაბით წარმატება მოიპოვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42