მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი "ვიღაცისთვის" მზადდება?! - ზაუტაშვილი "მონდომებულებს" ბრძოლას უცხადებს
საზოგადოება - 13:08, 06 Dec, 2016     3617
ნინო ზაუტაშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის ბრძოლას აცხადებს, ამბობს რომ მისი ინფორმაციით, არსებობენ "მონდომებული" ადამიანები, რომლებიც ეცდებიან ხელი შეუშალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მის მონაწილეობას.

როგორც "ნიუპოსტს" ზაუტაშვილმა განუცხადა, ის კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. რაც შეეხება კითხვას, კონკრეტულად ვინ მოქმედებს მის წინააღმდეგ, ტელეწამყვანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებს.

"არიან ალბათ, ასეთი მონდომებული ადამიანები, მე შეგნებულად არავის დავასახელებ იმიტომ, რომ ამას თავისთავად დრო გამოავლენს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოარული ხმები და ჭორები გაავრცელონ, თითქოს მე შესაბამისი საბუთები არ მაქვს იმისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მივიღო. სასამართლოს ძალითაც რომ მომიწიოს ამის დამტკიცება უკან არ დავიხევ. ბათილად გამოვაცხადებინებ კონკურსს, თუ ისინი იმ საბუთებს, რომელიც მე გამაჩნია საკმარისად არ ჩათვლიან. ეს იქნება ჩემთვის ზუსტად იმის დამადასტურებელი, რომ ვიღაცა ძალიან ცდილობს გაცილებით იოლი გზებით მოხდეს ტელევიზიის სათავეში - ეს გამორიცხულია! ამასთან, რატომღაც მოთხოვნილ საბუთებში არ არის ცნობა ნარკოლოგიურიდან, რაც როგორც წესი სულ იყო. ეს უკვე მე ეჭვის საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ეს ადგილი ვიღაცისთვის მზადდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ეს არის ჩემი აბსოლუტურად შეუცვლელი გადაწყვეტილება"- აღნიშნა ნინო ზაუტაშვილმა.

კითხვაზე ხორციელდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ჩარევა კონკურსთან დაკავშირებით და იკვეთება თუ არა მისი ინტერესი კანდიდატებთან დაკავშირებით, ნინო ზაუტაშვილმა თქვა:

"მე არ მინდა ისეთი განცხადებები გავაკეთო, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ამ წუთას მე ამის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს. თუ მე ამის საფუძველი გამიჩნდება, ამასაც ღიად და ხმამაღლა ვიტყვი. ამ წუთას მე საფუძველი არ მაქვს კონკრეტულად დავადანაშაულო ან სახელმწიფო, ან მთავრობა, ან კონკრეტული ადამიანები. მე ვგრძნობ ამ რაღაცა დინებებს და მესმის ის გაუთავებელი, სრულიად უსაფუძვლო საუბრები, ამიტომ მინდა ყველა წინასწარ გავაფრთხილო, რომ ძალიან ბევრ ენერგიას ამაში ნუ დახარჯავენ, რადგან ბრძოლის ბოლო ეტაპზე ეს ენერგია უფრო გამოადგებათ. იმიტომ რომ იქ უნდა იყოს კონკრეტული კონცეფცია წარმოდგენილი, ხედვა და ძალიან მნიშვნელოვანი სხვა რამ - ანუ კონკრეტულად როგორ აპირებენ კორპორატიული ერთიანობის მოპოვებას ამ არაჩვეულებრივ ტელევიზიაში. ამაზე პასუხი მაინტერესებს ყველა იმ კანდიდატისგან, ვინც ჩემთან ერთად იქნება წარდგენილი ვაკანტურ პოსტზე"- უთხრა "ნიუპოსტს" ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა 21 ნოემბერს დატოვა.

ბარათაშვილის თქმით, მას წასვლა წლის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი, მიზეზად ბარათაშვილმა საკუთარ გეგმები დაასახელა და აღნიშნა, რომ ტელევიზიას ახალი სისხლი და ახალი ძალა სჭირდება.

ნინო ზაუტაშვილის გარდა მედიაში იმ ადაიანების ვინაობებიც სახელდება, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის არიან კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.


დავით ჯაბაშვილი - "Newposts"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42