საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო
საზოგადოება - 13:12, 06 Dec, 2016     1640
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა. როგორც მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ზამთრის განმავლობაში იჭრება ხეები, რადგან გაზაფხულზე დაავადება აქტიურდება.

როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მეცნიერებისგან მიიღო წერილი, სადაც ისინი ხაზს უსვამენ აღნიშნულ პრობლემას ქალაქში.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამკაცრდეს ყურადღება ასევე კერძო ნაკვეთებში, სადაც არსებობს დაავადებული კორომები, მოხდეს მონიტორინგი არა მხოლოდ მუნიციპალურ ტერიტორიებზე, არამედ კერძო ნაკვეთებში. გასულ წელს დაგვეხმარა ცენტრალური მთავრობა და კარგია თუ წელსაც იქნება ამის შესაძლებლობა,“ - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

თბილისის მერმა 2016 წლის საშემოდგომო გამწვანების სეზონი შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო.

„მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ და ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ზეთისხილის ბაღები გაშენდა. გარდა ამისა, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება. ამ სეზონზე აქცენტი ავიღეთ მაღალი ხეების დარგვაზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანის საკითხს, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ გახარების მაღალი მაჩვენებელია. გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა და ჩანაცვლდა მხოლოდ 12%, ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42