მძღოლების მტკიცებით,მესამე დღეა საპატრულო პოლიცია სარფის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
"გვეუბნებიან, რომ თურქეთის სარფის საბაჟოს გამო ვართ გაჩერებულები. ჩვენ არც კი მივდივართ სარფში, ვაკეთებთ შიდა გადაზიდვას. აქ არც შუქია, არც წყალი და არც საჭმელი. დავრეკეთ 112-ში, გამოუშვეს ეკიპაჟი, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ვერაფერს არკვევენ. ჩვენთან არავინ მოსულა და არ დაინტერესებულა არ აუხსნია, რატომ ვართ აქ გაჩერებულები"- აღნიშნა ერთ-ერთმა მძღოლმა.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს რომ შეფერხება სარფში თურქეთის მხარის მიერ დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.
"28 ნოემბრიდან, იმის გამო, რომ თურქის რესპუბლიკამ, თურქეთის მხარეს, სარფში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი შეზღუდულად მუშაობს.6 მოქმედი გასასვლელიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მუშაობს. ერთი შესვლაზე ან მეოსვლაზე. სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის 1 ან 2 წელის დასჭირდებათ, ეს არის მათი საკონსულოს განცხადება"- აცხადებს ხათუნა მოსიწრაფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






