წიგნები საჩუქრად „საბასგან“ თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე
საზოგადოება - 11:34, 06 Dec, 2016     3295

პირველად საქართველოში, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ, ქუჩაში ჩამოტვირთონ ელექტრონული და, მათ შორის, ხმოვანი წიგნები. წიგნის ჩამოტვირთვა მკითხველებს თბილისში, 70 სხვადასხვა გაჩერებაზე შეუძლიათ.

ეს გაჩერებები მგზავრებისა და ქუჩაში გამვლელებისათვის ადვილად ამოსაცნობია. თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად დიზაინით გაფორმებულ გაჩერებებზე წარმოდგენილია „საბას“ წიგნისQR კოდი, რომლის დასკანერების საშუალებით შესაძლებელია ამ წიგნის საჩუქრად მიღება.

ნებისმიერი ადამიანი თავის ტელეფონში, აპლიკაცია Saba Raader-ის საშუალებით შეძლებს, უფასოდ ჩამოტვირთოს ელექტრონული წიგნი „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლიდან. ეს წიგნი განთავსდება Saba Raader-ში, მის პირად ბიბლიოთეკაში.

ყველა გაჩერებაზე შესაძლებელია ერთი და იგივე წიგნის საჩუქრად მიღება. სასაჩუქარე წიგნი ყოველთვიურად შეიცვლება.

დეკემბერში გაჩერებებზე მგზავრები „საბასგან“ საჩუქრად მიიღებენ ხმოვან წიგნს მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. ზღაპრებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები - მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, მერაბ გეგეჭკორი.

ხმოვანი წიგნის ჩამოტვირთვას მგზავრები შეძლებენ საკუთარი სმარტფონის 3G ინტერნეტით - აპლიკაციაში Saba Reader არსებული QR წამკითხველის მეშვეობით. თუმცა, იმისათვის რომ ხმოვანი წიგნი პირადი ონლაინ ბიბლიოთეკიდან უშუალოდ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაიტვირთოს, ამისათვის ერთჯერადად დაჭირდებათ WiFi. ამის შემდეგ წიგნის მოსმენა უკვე ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი

იანვარში სხვა ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვას შეძლებენ, იგივე QR კოდით და იმავე პროცედურით. ლიტერატურა, რომელსაც „საბა“ მკითხველებს შესთავაზებს მრავალფეროვანი იქნება, მკითხველს შეეძლება იკითხოსან მოისმინოს, როგორც ქართული, ისე უცხოური (ქართულად ნათარგმნი) პოპულარული წიგნები - ელექტრონული თუ ხმოვანი.

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია საქართველოში პირველად „საბამ“ შექმნა და ამ დროისათვის saba.com.ge-ზე 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნია ხელმისაწვდომი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42