შსს-ს აკადემიამ დისტანცური სწავლების პირველი კურსი დაიწყო
საზოგადოება - 10:09, 06 Dec, 2016     1514

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა.

დისტანციური სწავლების პირველ კურსს შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან. აღნიშნული კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოიცავს. სწავლებას აკადემიის შესაბამისი დარგის ლექტორები უძღვებიან. პირველ ეტაპზე, საქართველოს რეგიონებიდან, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ოცი თანამშრომელი გადამზადდება.

პირველ დისტანციურ ლექციაში მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. ლექციას აკადემიაში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი ესწრებოდა. შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ კი მსმენელებს თელავიდან მიმართა და სასწავლო კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

დისტანციური სწავლების მიზანია შსს-ს თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას.

დისტანციური სწავლება შესაძლებელია უკვე საქართველოს 10 ქალაქში: ზესტაფონში, სამტრედიაში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ბორჯომში, გორსა და რუსთავში. შსს-ს აკადემია აღნიშნული სერვისის განვითარებას და უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონში დანერგვას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42