სტიპენდიანტებმა მათ მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და ქალაქის მერიას მადლობა გადაუხადეს.
სხდომაზე, რომელსაც აგრეთვე ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ფარცვანია, სკოლის დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ, 2017 წლის შერჩეული სტიპენდიანტების წარადგინეს.
ქალაქ ზუგდიდის მერიის „განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის“ კომისის გადაწყვეტილებით მერის 2017 წლის სტიპენდიანტები გახდნენ:
1. ლევან ჯაბუა- №1 საჯარო სკოლა
2. გიორგი ბუკია- №2 საჯარო სკოლა
3. ნანო კარბაია - №4 საჯარო სკოლა
4. ნინო ვეკუა -№ 6 საჯარო სკოლა
5. ნათია გოგოხია - №7 საჯარო სკოლა
6. მარიამ კვივინია - №9 საჯარო სკოლა
7. მათე ყურაშვილი - №10 საჯარო სკოლა
8. სალომე ფიფია - №12 საჯარო სკოლა
9. ლელა ჭკადუა - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
10. მარიამ კალანდია - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
11. საბა კვარაცხელია - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
შერჩეული მოსწავლეები და სტუდენტები სტიპენდიის სახით თვეში 100 ლარს მიიღებენ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლისა და 2017 წლის სტიპენდიანტებს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა ჯიქიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დღენადელ სხომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები:
კომისიის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“-ს სტუდია „რიბი-რაბოს“-ს წევრებს და ანსამბლ „გინცი“-ს წამყავნ სოლისტებს თამარ ლილუაშილსა და თინათინ ღაჭავას, რომლებიც მიემგზავრებიან ბულგარეთის ქალაქ სოფიაში საერთაშორისო კონკურსში მონაწიელობის მისაღებად, დაუფინანსდათ მგზავრობის ღირებულება.
ასევე მგზავრობის ღირებულება დაუფინანსდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის IV კურსის სტუდენტს, ელენე გარდავას. ელენე მიემგზავრება კიევში ე.მონროს სახელობის მედია სამართლის იმიტირებული სასამართლოს შეიჯიბრის 2016-2017 წლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად.

მასალის გამოყენების პირობები






