"ერთ-ერთი საპატრიარქოშივე გაილახა, ჩემთან მხარში მდგომმა მიბერტყა"- მეუფე იაკობი (ვიდეო)
საზოგადოება - 15:47, 05 Dec, 2016     15994

გაზეთ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლშიც საუბარი იყო იმაზე, რომ მეუფე თეოდორეს მილიონ-ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს საპატრიარქო ოფიციალური ინფორმაციით გამოეხმაურა, შემდგომში კი ამ თემაზე ქადაგებისას ისაუბრა მეუფე იაკობმაც. მისი თქმით ის ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოდან ინფორმაცია გაიტანა, მეუფე იაკობთან დაახლოებულმა პირმა გალახა:

„სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში ვიღაც ვიღაცეები, არა მარტო არასამთავრობოები, სოციალური მედია, პარტიული თუ ისე ტელევიზიები ცდილობენ რომ ცუდი წერონ ეკლესიაზე. არის ასეთი გაზეთი პრაიმტაიმი დაიწერა სტატია ერთ-ერთ ეპისკოპოსზე, რაც იყო სიცრუე. ჩავეძიე ამას, ვისგან იყო წამოსული და ვინ დაწერა. ჯერ ვინც დაწერა გვარიც ვერ მიუთითა სწორად. მე ამას არ გეტყოდით გუშინ უწმინდესთან რომ არ ვყოფილიყავი მისული. მივედი, გავესაუბრე. ხუთშაბათს ერთ-ერთი იმ გუნდიდან [ინფორმაციის წყარო] საპატრიარქოშივე გაილახა. მაგაზეც მივედი უწმინდესთან, რადგან ჩემთან მხარში მდგომმა მიბერტყა ის ადამიანი, თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ თავისი ყოფაქცევით და თავისი განვლილი ცხოვრებით და დღევანდელით. ასევე ვუთხარი ჯერჯერობით მხოლოდ ორ ადამიანზე, რომელთა მიმართაც მივიღე გადაწყვეტილება. იმ სამსახურს გავუუქმებ, მაგრამ უწმინდესს შევპირდი, რომ მასთან გავივლი ამ საკითხს, ისე რომ არ დაზარალდეს. დაცვის სამსახურზე მაქვს საუბარი. ტყუილად გონიათ, რომ ან სიძეობა ან რამე იმუნიტეტია, არც ეპისკოპოსობა არაა არავისთვის იმუნიტეტი. თქვენ ხედავთ, რომ დიდი ხანია აღარ ვჩნდებოდი, საერთოდ ვაპირებდი ეპისკოპოსობიდან წასვლას, მაგრამ ახლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა და ამ დროს მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია ასეთი ხალხისგან გავათავისუფლო. უწმინდესმა ადრეც გაუშვა ეგ სამსახური, მაგრამ ვიღაცეების იმით დარჩნენ. მანამდეც და დღესაც უხეშად ერეოდნენ. მე თუ მეხებიან არაფერია, მე ვალდებული ვარ მოვითმინო. ჩემთვის ღირსება უპირველესია ეპისკოპოსობა არაფერს არ ნიშნავს, მე ღირსებას ვირჩევ და გავაკეთებ რაც გასაკეთებელია. დროც მივეცი, რომ ისინი ვინც იცავენ, დაიცვან თორემ იმათაც მივაყოლებ ზედ. ბრძოლის არასოდეს არ შემშინებია. საქართველო ძალიან პატარაა და ძალიან მალე ვიგებ ვინ ვის რას უკვეთავს, ამიტომ ყველას მივხედავ. ისე გავაკეთებ რომ ეს სამსახური არ დაზიანდეს, არის რამდენიმე წესიერი ადამიანი იქ, დანარჩენი ამ ადამიანის მონები არიან და ასრულებენ არ ვიცი, მაგასაც შევამოწმებთ ვინმეს შეიარაღებული ლაშქარი არის თუ არა ეკლესიაში და მაგათაც მივხედავთ."- განაცხადა მეუფე იაკობმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42