სახალხო დამცველი აფხაზური ენის სწავლების უზურნველსაყოფად სპეციალურ წერილს ავრცელებს
საზოგადოება - 15:36, 05 Dec, 2016     1891
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის აფხაზური ენის შენარჩუნებისა და მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაახლოებით 1600 (საყოველთაო აღწერის მონაცემებით განსხვავებული შედეგია) ეთნიკურად აფხაზი მოქალაქე ცხოვრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ ოჯახურ გარემოში შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, მაგრამ, განსხვავებულ ლინგვისტურ გარემოში აფხაზური ენის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მეორე სახელმწიფო ენად. 2011 წლიდან ეს ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა რიცხვში იქნა შეტანილი. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აუცილებლობად მიიჩნევს აჭარის აფხაზური თემის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას აფხაზური საკვირაო სკოლა ან სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები, რათა შენარჩუნდეს და განვითარდეს აფხაზური ენა საქართველოში.

სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებითა და წინადადებით, 2015 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების დასახლებათა სკოლებში შესაძლებელი გახდა ჩეჩნური, უდიური, ასურული, ოსური, ქურთული და ხუნძური ენების სწავლება, რითაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნული ენების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშესაწყობად და ასევე ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42