რა ვითარებაა ბათუმში და ზღვისპირა ზოლში შტორმის შემდეგ (ფოტო)
საზოგადოება - 12:16, 04 Dec, 2016     16050
3 დეკემბერს, ბათუმში და ზღვისპირა ზოლში განვითარებულმა უამინდობამ, ძლიერმა ქარმა და შტორმმა გამოიწვია სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის ტერიტორიასა და სასეირნო ბილიკზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბულვარის დირექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა გააცნო.

გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან დაიწყო. კერძოდ, სუფთავდება შტორმული პროცესების შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლი. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო სამსახურები და შპს „სანდასუფთავება“. მობილიზებულია ასევე სპეციალური ტექნიკა.

,,დღეს დილიდან ბათუმის აკვატორიაში დაიწყო სრულმასშტაბიანი სამუშაოები.გუშინ ღამით განვითარებულმა 5 ბალიანმა შტორმმა გამოიწვია ბათუმის სანაპირო ზოლის დანაგვიანება. ახალი ბულვარის სანაპირო ზოლში და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოყრილია ქვიშა და ნატანი. მობილიზებულია სპეციალური სამსახურები, რომლებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძალიან მალე ბათუმის ბულვარი მიიღებს ჩვეულ იერსახეს.დასუფთავდება და მოწესრიგდება ტერიტორია. შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს უკვე იწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა გამოყენება მიმდინარე წელს უკვე დაიწყო და 2017 წელსაც გაგრძელდება’’-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ამ დროისათვის ბათუმის ბულვარში სტაბილური მდგომარეობაა.

ajarapress





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42