FIFA-მ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტად პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, არგენტინელი ლიონელ მესი და ფრანგი ანტუან გრიზმანი დაასახელა. ეს საკითხი 2017 წლის 9 იანვარს უნდა გადაწყდეს.
აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი თავდამსხმელია, სამივე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის წამყვან კლუბებში - რეალში, ბარსელონასა და ატლეტიკოში თამაშობს.აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ამ ტიტულს მხოლოდ მესი - 5-ჯერ და რონალდუ - 3-ჯერ, ფლობდნენ. დაირღვევა თუ არა ეს ტრადიცია, ჯერ უცნობია, თუმცა, წელს რონალდუს საუკეთსო შანსები აქვს, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და მესისთან ჩამორჩენა შეამციროს. - წელს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა, ხოლო ეროვნული ნაკრები - ევროპის ჩემპიონი გახდა.
მესის მიღწევები პრიმერაში შესრულებული დუბლია - ბარსელონა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
ნაკლები მიღწევები აქვს გრიზმანს, თანაც მისი კლუბიც ( ჩემპიონთა ლიგის ფინალში) და ნაკრებიც (ევრო-2016-ის ფინალში) სწორედ რონალდუს გუნდებთან დამარცხდა.
მასალის გამოყენების პირობები