„მაკდონალდსმა“ ბავშვთა საავადმყოფოს საჩუქარი გადასცა
საზოგადოება - 15:12, 03 Dec, 2016     1989
2 დეკემბერს, 17:00 საათზე მაკდონალდსის რუსთავის ფილიალმა რუსთავის ბავშვთა სახლს უმასპინძლა, სადაც მაკდონალდსის საქველმოქმედო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

წელსაც მაკდონალდსის ქსელმა ტრადიციულად ბავშვთა დღე, Mc Happy Days 20 ნოემბერს გრანდიოზული სოციალური კამპანიით აღნიშნა.

კამპანიაში ჩართულები იყვნენ საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ტიპიური და არატიპიური განვითარების ბავშვები, რომელთა ნახატებიც პროფესიონალების დახმარებით თბილისის, ქუთაისის ზუგდიდის, ბათუმისა და რუსთავის შენობებზე გაცოცხლდა. ნახატებიდან დამზადებული სიმბოლური სტიკერები ჰეფი მილთან ერთად საჩუქრად გადაეცემოდა მომხმარებელს. შემოსული თანხა კი მთლიანად მოხმარდა „შეზღუდული საზოგადოება რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს“ საჭიროებებს, რომელსაც მაკდონალდსმა ექოსკოპიის აპატარი შეუძინა.

მაკდონალდსის გენერალური დირექტორის - თენგიზ კაპანაძის განცხადებით, აქციის მიზანი იყო მომხმარებელთან ერთად გვეზრუნა ბავშვთა ჯანმრთელობისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე. კამპანიის განსაკუთრებული მნიშვნელობა, კი სწორედ ტიპიური და არატიპიური ბავშვების ჩართულობასა და პარტნიორობაში მდგომარეობდა. ისინი საკუთარი ნამუშევრებით სხვა ბავშვებს დაეხმარნენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

მაკდონალდსმა 2015 წელს სოციალურ საწარმო „ქედელთან“ ითანამშრომლა, რომლის შშმ ბენეფიციარებმა კოამპანიის შეკვეთით ხელნაკეთი აქსესუარები დაამზადეს. ჭიქის სათბურები სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილ მენიუსთან ერთად საჩუქრად გაიცემოდა, აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა კი მთლიანად კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42