სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ბულინგისა და ძალადობის თემაზე სპეციალურ ტრენინგებს გადიან
საზოგადოება - 11:42, 03 Dec, 2016     1588

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგ-მოდულის „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება დაიწყო. ტრენინგების მიმდინარეობას, დღეს, ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნო.

ტრენინგზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ბულინგისა და ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და სახეებს; ოჯახში ძალადობის სახეებს; სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე; ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მოგვარების გზების ცოდნის მნიშვნელობას ბულინგის პრევენციისთვის. ტოლერანტობის კულტურის მნიშვნელობას; სკოლაში ძალადობისა და ბულინგის პრევენციის გზებს; სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად; ალბერტ ბანდურას სოციალურ - კოგნიტური თეორიის ზოგად პრინციპებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს შეეძლებათ ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, ასევე, საკლასო ოთახში, სკოლასა და საზოგადოებაში ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა.

მთლიანობაში ამ ეტაპზე 334 პედაგოგი გადამზადდება. ამჟამად ტრენინგი უკვე გაიარა 175-მა მასწავლებელმა.

აღსანიშნავია, რომ ბულინგისა და ძალადობის კომპონენტი აქამდე მხოლოდ სხვადასხვა ტრენინგების შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სრულიად ახალი ტრენინგ-მოდული სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. ტრენინგ-მოდულის შექმნის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლაში ბულინგის პრევენციას და ტოლერანტული კულტურის განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42