2017 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულო ხდება, აღნიშნული მთავრობის მიერ დაგეგმილ ცვლილებებშია ნათქვამი.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსის 201- ე, 202-ე და 205-ე მუხლებში შევა და 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.
„ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება. კერძოდ, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით, ლარებში“, - ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.
1 ელამდე - 500 ლარი, 1 წლიდან 5 წლამდე - 240 ლარი, 5 წლიდან - 10 წლმდე 120 ლარი და 10 წლის ზემოთ 60 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






