პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის ტრადიციული სპონსორია
კულტურა - 14:23, 02 Dec, 2016     1503

28 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომელიც წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს კინომოყვარულებს და რამდენიმე განყოფილებისგან შედგება: ევროპული კინო, ფრანგული კოლექცია, ქვეყანა ფოკუსში, სპეციალური ჩვენება და სხვა.

კინოფესტივალმა რამდენიმე წლის წინ საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ კონკურსს „ქართული პანორამა“, რომლის ფარგლებშიც ხდება ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება და გამარჯვებული რეჟისორების დაჯილდოება. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია „ქართული პანორამის“ უცვლელი სპონსორია.

„კინოინდუსტრიის განვითარება არა მხოლოდ კულტურული, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორად ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკვე მესამე წელია პაშა ბანკი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, კერძოდ „ქართული პანორამის“ მხარდამჭერია. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფს, რომელიც ყოველ წელს მრავალფეროვან და საინტერესო კინოჩვენებებს სთავაზობს მაყურებელს.“ - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

ფესტივალზე დაწესებულია ორი ოფიციალური ჯილდო: ოქროს და ვერცხლის პრომეთე, რომელიც გადაეცემა საერთაშორისო კონკურსის და ქართული პანორამის გამარჯვებულებს. გასული წლების „ქართული პანორამის“ გამარჯვებული რეჟისორები პაშა ბანკის დაფინანსებით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42