თიბისი ბანკმა ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
საზოგადოება - 13:04, 02 Dec, 2016     1680
თიბისი ბანკმა საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილი ახალი პროექტი „12“ წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თიბისი ბანკის ვიზა ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი. ეს ნამუშევრები, ავტორების სხვა ნამუშევრებთან, ერთად ფაბრიკაში გამოიფინა.

პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან, როგორც ცნობილი, ისე დამწყები ხელოვანები, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. რამოდენიმე არტისტმა სპეციალურად „12“-ისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა.

ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან თიბისი ბანკის მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.

კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას აერთიანებს - სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს, გრაფიკას.

„პროექტი „12“ არ არის სიახლე თიბისი ბანკის არტთან კოლაბორაციის თვალსაზრისით, თუმცა სიახლეა ფორმატის თვალსაზრისით. არასდროს ფეისტიკერზე არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია, მით უფრო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა. ზოგადად ხელოვნება ძალიან ფაქიზი სფეროა და ძალიან რთულია, დაიცვა ბალანსი ხელოვნების საჭიროებასა და ბიზნესის საჭიროებას შორის, თუმცა ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ, ჩვენი ქცევით, სხვა კომპანიებსაც მივცეთ მაგალითი,”- განაცხადა თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ.

მისი თქმით, თიბისი ბანკი პროექტს განიხილავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების მხარდაჭერის ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი მათი ნამუშევრების მეტი პოპულარიზაცია, კომერციალიზაციის პერსპექტივის შქმნა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიასთან მიტანაა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.12.ge რომლის პრეზენტაცია ასევე გამოფენაზე შედგა. ვებგვერდი თავმოყრაა ყველა იმ ინფორმაციისა, რომელიც პროექტში მონაწილე არტისტებს ეხება. ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური და ტექტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე.

ვებგვერდიდანვე მსურველს შეეძლება შეუკვეთოს მისთვის სასურველი ვიზა ფეისტიკერი. პროექტი განხორციელდა კომპანია Visa-ს მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42