რამდენი პროცენტით გაიზარდა ფასები პროდუქტებზე - საქსტატის ნოემბრის თვის მონაცემებს აქვეყნებს
საზოგადოება - 11:47, 02 Dec, 2016     4849
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,6 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 0,2 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,8 პროცენტით გაიზარდა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (8,7%) და რძის, ყველისა და კვერცხის (3,0%) ქვეჯგუფებზე.

ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5,3%); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,0%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2%);

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: მოცემულ პერიოდში ფასების 10,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე, რაც 0,65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები გაიზარდა, როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,6% ), ასევე ალკოჰოლური სასმელების (4,9%) ქვეჯგუფებზე; ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 1,5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებისა (5,6%) და საავადმყოფოების მომსახურების (1,0% ) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3,7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-5,0 პროცენტი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42