სპეციალისტები ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად კი სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ.
"ინიციატივები, რაც მთავრობამ დააანონსა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ფინანსური სექტორის ინტერესებთან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის საფინანსო ინსტიტუტები დიდი რაოდენობით დოლარს ყიდულობდნენ და ცდილობდნენ, რომ ის რისკები შეიმცირონ, რასაც დაუწესებს მთავრობა.
"აუცილებელია გადაიხედოს არა მხოლოდ ის ინიციატივები რაც გამოითქვა, არამედ აუცილებელია ბიუჯეტთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვალოს,“ - განაცხადა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ლექტორმა ზვიად ხუროშვილმა.
შესება გააკეთა დემურ გიორხელიძემაც:
„უკვე ისეთი ზღვარია, როდესაც ეკონომიკაც საშინელ მდგომარეობაშია და ადამიანები კატასტროფების წინაშე არიან. ასეთი საშინელი რყევა, სწორედ უნდობლობის ბრალი იყო,“-აცხადებს დემურ გიორხელიძემ
მასალის გამოყენების პირობები






