მეუფე თეოდორესთვის მილიონნახევარ დოლარად შეფასებული სახლის ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქო სიცრუეს უწოდებს
საზოგადოება - 10:09, 02 Dec, 2016     12308
მეუფე თეოდორესთვის მილიონნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის შესახებ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და "პრაიმტაიმის" მიერ გავრცელებულ მასალას "ჟურნალისტური სიცრუის ნიმუში" უწოდა.

"ა.წ. 28 ნოემბერს გაზეთ „პრაიმ-ტაიმით“ გავრცელდა ირაკლი პაიჭაძის წერილი სათაურით: „მეუფე თეოდორეს მილიონ–ნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს“, რომელიც ჟურნალისტური სიცრუის ნიმუშს წარმოადგენს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ბინა რეალურად მეუფის არასოდეს ყოფილა და ამიტომ ვერც ჩამოერთმეოდა. ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლების შემდეგ გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს.

ეს ბინა პენტჰაუსი არ არის (როგორც მას ავტორი სტატიაში ხშირად აღნიშნავს); იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269კვმ-ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონ-ნახევარზე ბევრად ნაკლებია.

ამ ბინაში კათოლიკოს-პატრიარქი ორი წლის წინ ბრძანდებოდა, ხოლო მეუფე თეოდორე არასდროს ყოფილა. წერილში კი ნახსენებია შენობის დარაჯი, რომელიც თითქოს ადასტურებს აღნიშნულ ფართთან მეუფის კავშირს.

ასე რომ, არანაირ „კორუფციულ გარიგებას” და „ამ გზით ფართის დაუფლების ფაქტს” ადგილი არ ჰქონია. შემოთავაზებული ინტერპრეტაცია კი უხეში ცილისწამებაა.

არასწორი ინფორმაცია წერილში სხვაც ძალიან ბევრია და მათზე აღარ შევჩერდებით, დავძენთ მხოლოდ ერთს: სტატიის ავტორი დასაწყისში ამბობს, რომ ინფორმაცია მიიღო რამდენიმე თვის წინ საპატრიარქოში შექმნილი ჯგუფისაგან, რომელსაც დავალებული აქვს „მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა“.

ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოში ასეთი დავალების მქონე არც პიროვნება და არც ჯგუფი არ არსებობს. საინტერესოა, საიდან იღებს ინფორმაციას და ვისთან აქვს კავშირი „პრაიმ-ტაიმის“ ჟურნალისტს?!

როგორც განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, არსებობენ ადამიანები, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ და ავრცელებენ ცილისმწამებლურ სტატიებს ეკლესიის წიაღში მყოფი ამა თუ იმ პიროვნების „დანაშაულებრივ გარიგებებზე“ ეკლესიის ქონებასთან მიმართებაში.

გავიხსენოთ „სნოს” წყლის ამბავი და 15 მილიონად მისი „გაყიდვა“, ან ხაშმის ღვინის ქარხნის „სარფიანი გასხვისება“ და სხვა…

ჟურნალისტები სარგებლობენ იმით, რომ სასულიერო პირებს არ სჩვევიათ თავის მართლება და მოთმინებით იტანენ პირად შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნულიც და სხვა მრავალი ფაქტიც უკვე დიდი ხანია პირადულ ფარგლებს გასცდა და შავი პიარის სახე მიიღო;

ამით გარკვეულ პიროვნებებს აქვთ მცდელობა, ერთი მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შერყევისა და, მეორე მხრივ, ეკლესიაში შიდა დაპირისპირების შექმნისა.

ამ ადამიანებს ტყუილად გონიათ, რომ ასეთი ქმედება მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც კარგად ხვდება, რაშიცაა საქმე. რა თქმა უნდა, დროებითია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელთა ინკოგნიტო მდგომარეობაც.

სახარება ბრძანებს და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს”, ხოლო ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42