არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
საზოგადოება - 17:39, 01 Dec, 2016     2796
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა და ფრედ დასრულდა.

საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სიამოვნებით მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთავაზება შეხვედროდნენ თანატოლებს, რომლებიც ამჟამად დაწესებულებაში იმყოფებიან და მზად არიან, მსგავს მატჩებში მომავალშიც ხშირად მიიღონ მონაწილეობა. გუნდის წევრებმა მსჯავრდებულებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს.

რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სიგელები და საჩუქრად ბურთები გადასცეს.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში. დაწესებულება უზრუნველყოფილია ამისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხშირად იმართება სხვადასხვა სპორტული თამაში - ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში, როგორც მათი თანატოლი, ასევე, ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვნებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ რეაბილიტაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42