"დედას მონასავით ექცეოდა, 2500 ლარის გამო 7 ტყვია ესროლა"- სენაკში მომხდარი სასტიკი მკვლილობის დეტალები
კრიმინალი - 12:52, 01 Dec, 2016     32289
"ნიუპოსტისთვის" სენაკში, ე.წ უსინათლოთა დასახლებაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები გახდა ცნობილი.

50 წლამდე ლალი (ეკა) ფარულავა მისივე უფროსმა ვალის გამო მოკლა. როგორც "ნიუპოსტთან" გარდაცვლილის შვილი თამუნა ფარულავა ყვება, ბრალდებული ფულს აპროცენტებდა და თანხა იარაღის მუქარით ხშირად ამოჰქონდა.

მოკლულის შვილის თქმით, დედამისი ბაზარში დაკავებულ ქეთინო ლ-ს ობიქეტზე გამყიდვლად მუშაობდა.

"დედაჩემს მონასავით ექცეოდა, ძაღლივით ამუშავებდა, მძიმე ყუთებს აზიდინებდა, ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც დედამ 2 500 ლარი ისესხა მისგან. ბოლოს კი უსინათლოთა დასახლებაში დაიბარა და 7 ტყვია ესროლა, აქიდან ერთი თავში საკონტროლო გასროლაა"- აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

მისივე თქმით, დაკავებულს ადგილობრივ პოლიციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ უპრობლემოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულს 7 დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს. რაც შეეხება გარდაცვლილს ის პროზექტურაშია გადასვენებული. ფარულავას 7 ტყვია, აქვს მოხვედრილი.

გარდაცვლილის ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ქალს ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაჟი ჰყავს, ის პირველი ჯგუფის შშმ პირს უვლიდა.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42