წელს, კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე. ეკატერინე მრავალი წელია მუშაობს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე და მისი სურვილით, პრემიის შედეგად მიღებული თანხა მოხმარდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სამკითხველოს გახსნას; იქ, სადაც ყველაზე მეტად იჩინა თავი ძალადობრივმა კულტურამ და მავნე ტრადიციამ ახალგაზრდები შეძლებენ შეიკრიბონ, იმსჯელონ და აზრები გაუზიარონ ერთმანეთს უკეთესი მომავლისთვის.
კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისება.
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს და ულოცავს ეკატერინეს ამ დიდ წარმატებას.
მასალის გამოყენების პირობები






