დღეს საერთაშორისო ფოტოგამოფენა და დაჯილდოვების ცერემონია Georgian Drag 2016 გაიმართება
კულტურა - 15:52, 30 Nov, 2016     1707
დღეს 19:00 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ფოტოსალონის Georgian Drag 2016 გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია და ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელზეც ფოტოკონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ საერთაშორისო ფოტოსალონი Georgian Drag 2016 FIAP-ის (Federation of International Art Photography) პატრონაჟით ჩაატარა. კონკურსში 59 ქვეყნის 358 ავტორის 5357 ფოტო იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურიმ, რომელშიც ქართველი, უნგრელი და უკრაინელი ფოტოგრაფები შედიოდნენ, 1486 ფოტო შეარჩია, საიდანაც 52 ფოტოს ავტორი დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზებით.

კონკურსანტებმა ფოტოები 4 სექციაში წარმოადგინეს. თითოეულ სექციაში 13 ჯილდო გაიცა; მათ შორის, FIAP-ის 4 ოქროს მედალი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციისა და სალონის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 24 მედალი, საპატიო მოხსენების ჯილდოები და დიპლომები. სალონის საუკეთესო ავტორი (ავსტრალია) FIAP-ის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.

უცხოელებთან ერთად საერთაშორისო ფოტოსალონში ქართველი ფოტოგრაფებიც მონაწილეობდნენ. მათგან მზია ლეკვეიშვილი უმაღლესი ჯილდოთი - FIAP-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მზია ლეკვეიშვილი FIAP-ის პატრონაჟით გამართულ სხვა ქვეყნების ფოტოსალონებშიც მონაწილეობდა და მიღებული აქვს სალონისა და სხვადასხვა ასოციაციების ოქროს მედლები.

საუკეთესო და დაჯილდოვებული ავტორების ნამუშევრები ასევე შევა ფოტოსალონის ფარგლებში გამოცემულ ონლაინ კატალოგშიც.

საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია საერთაშორისო მხატვრული ფოტოგრაფიის ფედერაციის (FIAP) წევრი ერთი წლის წინ გახდა და მონაწილეობდა აღმოსავლეთ ქვეყნების: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა 2016 წლის რაუნდში, სადაც ქართველმა ფოტოგრაფებმა ოქროსა და ბრინჯაოს ორი მედალი და დიპლომები მოიპოვეს.

FIAP ფოტოგრაფიის სფეროში პრეტიჟული და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფთა ასოციაციები, ფოტოკლუბები, გაერთიანებები არიან გაწევრიანებულნი. FIAP -ის პატრონაჟით გამართულ ფოტოსალონებსა და რაუნდებში მიღებული ჯილდო კი ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის პრესტიჟულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42