,,თვე, როგორც ერთი დღე“ - ეს ქართველი კინორეჟისორის რეზო ესაძის ახალი ფილმია, რომლის პრემიერაც დღეს კინოთეატრ ,,ამირანში“ 21:00 საათზე შედგება.
საქართველო, სტუდია “ლაკუმი”, 128 წუთი, 2K, ინგლისური სუბტიტრებით.
დამდგმელი რეჟისორი: რეზო ესაძე
სცენარის ავტორი: ამირან დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: კონსტანტინე ესაძე
დამდგმელი მხატვრები: თეონა ბარამიძე, გიორგი ყარალაშვილი, Mარიამ იაკობაშვილი;
ხმის დიზაინი: ბესო კაჭარავა
პროდუსერი: კონსტანტინე ესაძე
მონაწილეობენ: დათო ბეშიტაიშვილი, ია სუხიტაშვილი, მიხეილ გომიაშვილი და სხვ.
რეზო ესაძის მონუმენტური ფერწერული ტილო საქართველოს ისტორიის, თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყაროს, მასში მიმდინარე პროცესების, წინააღმდეგობების, საკუთარი თავის დაკარგვისა და ძიების, პიროვნებისა და საზოგადოების რთული ურთიერთობის შესახებ. შინაგანი მდგომარეობის უჩვეულოდ მატერიალიზებული და ოსტატური გამოხატულება.
მარლენი (35-40წლის) შორეული ჩრდილოეთიდან, უნივერსიტეტელი ამხანაგის წერილს იღებს, რომელიც მას საოცარ ქალაქ-პოლისში, რჩეულთათვის განკუთვნილ ადგილას, როგორც იგი მას უწოდებს, ჩრდილოეთის ათენაში, ეპატიჭება სამუშაოდ. მარლენს არჩევანის გაკეთება უჭირს, რადგან მას წასვლის შემთხევაში ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფი დედის მიტოვება მოუწევს. მძიმედ დაავადებული დედა, რომელსაც შინიდან გასვლა უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სუსტია, სულიერად ძალიან მხნე და ჯანსაღია. შვილს ამხნევებს ილუზორული წარსულის მოგონებით და ცდილობს მის სამშობლოში დაკავებას.
მარლენი ღალატობს თავის საყვარელ ქალს, ლინგვისტო-მათემატიკური ლაბორატორიის გამგეს, თინათინს (30-35), იმავე ლაბორატორიის ახლაგაზრდა თანამშრომელთან, ვერიკოსთან. თინათინი არა მარტო საყვარელია, არამედ ის ქალია, რომელიც მარლენს და მის ავადმყოდ დედას უვლის და ამარაგებს პროდუქტებით. თინათინი მარლენთან ურთიერთობას წყვეტს. მარლენი იძულებულია საარსებო სახსარი თვითონ მოიპოვოს, რომ თავი და ავადმყოფი დედა გამოკვებოს. უწევს, პირველად თავის ცხოვრებაში პურის რიგში დოგმა, სადაც ის პირველად ეხება ქვეყანაში არსებული გაჭირვების შემდგომ ჩამომდგარ რეალურ სინადვილეს, რაც ძალიან მკაცრი და დაუნდობელი აღმოჩნდება. მარლენს ცემს მთელი რიგი. ლაბორატორიის შენობას სამხედროები იკავებენ.
რეზო ესაძის ფილმოგრაფია:
1962 - "ერთხელ"
1965 - "ფრო"
1966 - "ერთი ცხოვრების ოთხი ფურცელი"
1969 - "წამზომი"
1973 - "ყოველ შაბათს"
1980 - "ერთი ნახვით შეყვარება"
1981 - "წისქვილი ქალაქის გარეუბანში"
1982 - "საქორწილო საჩუქარი"
1985 - "ნეილონის ნაძვის ხე"
2003 - "ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა"
მასალის გამოყენების პირობები