„აი, თქვენი ოცნება … თუ ასე გაგრძელდა ქუჩაში გამოვალთ"-გურიაში მგზავრობაც ძვირდება
საქართველოში სამომხმარებლო ფასები შეუქცევადად იზრდება. კრიზისი მოსახლეობის ჯიბეზეც აისახა და წარმოების მოცულობებზეც. მოსახლეობამ საკვები პროდუქტების მოხმარება ნაწილობრივ შეზღუდა ,ან არჩევანი უფრო იაფფასიანი პროდუქტების სასარგებლოდ გააკეთა.
ოფიციალური სტატისტიკაში საგანგაშო სურათი ჯერ არ ჩანს და მისი მიხედვით იანვარში ფასებმა საკვებზე მხოლოდ 1.2%-ით მოიმატა, კერძოდ 7.5%-ით ბოსტნეულზე, ხილზე 4.3%-ით და რძის პროდუქტებზე 1,3%-ით. არაოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებულ სურსათზე ფასების მატება უკვე 5-დან 10%-მდეა. მათ შორის სოციალურად ისეთ მგრძნობიარე პორდუქტებზე, როგორიცაა ფქვილი, წიწიბურა, ბრინჯი ფასები 8%-ითაა მომატებული, გაძვირებულია იმპორტული მედიკამენდტების მესამედიც.
ოზურგეთში არსებულ სავაჭრო ობიექტებში ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ზეთი, რძის პროდუქტები, შაქარი, წიწიბურა. შაქრის გაძვირება, თავისთავად, იწვევს ფასების მატებას ტკბილეულზეც. ადგილობრივების განცხადებით, ეს ყოველივე, პირველ რიგში, მომხმარებელს აზარალებს.
სავაჭრო ობიექტის მეპატრონეები აცხადებენ, რომ რამდენიმე დასახელის პროდუქტი მომმარაგებლებს უკვე გაზრდილ ფასებში მიაქვთ.
„რამდენიმე სახეობის პროდუქტზე, მათ შორის ბურღულეულზე და რძის ნაწარმზე, მოიმატა ფასმა. რაც იმას ნიშნავს რომ, როდესაც მომმარაგებელს მაღალ ფასში შემოაქვს საქონელი, მეც იძულებული ვარ გავზარდო ღირებულება. რა თქმა უნდა, ცუდია ეს ფაქტი, თუმცა ჩვენ სხვანაირად ვერ ვიმუშავებთ“.
ფასების მატება შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს, როგორც ქუმსიშვილმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე ნაწარმზე აქციზური გადასახადი იზრდება, მათ შორის სიგარეტზეც. ადგილობრივების უმეტესობა ფიქრობს, რომ თამბაქოზე ფასმა არ უნდა მოიმატოს.
„დოლარის კურსის აწევამ პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა. შევარდნაძის პერიოდის შემდეგ, ასეთი ფასების ზრდა არ ყოფილა, ლარი კუპონივით გახდება ცოტა ხანში.“
„თითქმის მთელ საქართველოს აქვს სესხი ბანკში, დოლარის კურსის ზრდის შედეგად კი გასამმაგებულად ვიხდით. საკვებზე ფასების ზრდაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არ მეგულება ოჯახი, ვისზეც ამ მდგომარეობამ გავლენა არ იქონია''.
„ადვილად მისახვედრია, რომ ყველაფერი გაძვირდა და ამან ადამიანების განწყობაზეც იმოქმედა. ყველას უიმედო, ნერვიული გამომეტყველება აქვს, ხალხი იმაზე ფიქრობს და დარდობს, როგორ აირიდოს თავიდან ეს კრიზისი. ბანკის ვალებს ვერ ვიხდით, ლარი გაუფასურდა და არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ.“
„არ უნდა გაძვირდეს. რატომ უნდა გაძვირდეს? ეს არაფერს მოიტანს. სხვა ბევრი რამეა ძვირი და ხალხი იკლებს და მაინც სიგარეტს ყიდულობს. ეხლა გაძვირება შეუშლით ხელს?“
კვირის ბოლოს საწვავი შესაძლოა, გაძვირდეს. იმპორტიორების ნაწილი მოსალოდნელ საფასო ცვლილებაზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა ამავე დროს, ადასტურებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლარი არ გამყარდა, ფასები აუცილებლად მოიმატებს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ საწავავის ფასი გაიზარდა, მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლები მომსახურების საფასურს გაზრდიან.
„თუ საწვავზეც მოიმატებს ფასი ეს ნიშნავს, რომ ჩვენს უნდა გავზარდოთ მომსახურების გასახადი. მე თუ საწვავში ორმაგი ფასი გადავიხადე ჩოხატაურიდან- ოზურგეთამდე, მგზავრობის ღირებულება 3 ლარი გახდება. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ კრიზისის შესაჩერებლად. ასეთ მდგომარეობას ვერ წარმოვიდგენდით.“ - აცხადებს სამარშუტკო ტაქსის მძღოლი, გია დოლიძე.
„მთლად დამაჯერებლად არ გვეჩვენება კვირიკაშვილის განცხადება, რომ საწვავის ფასის ზრდა მომსახურების ტარიფზე არ აისახება. მგზავრობის ღირებულება დროთა განმავლობაში მოიმატებს. მე საწავავში თუ იმაზე მეტი გადავიხადე, რასაც ვიხდიდი რა მოგება დამჩა?! ვიღაცის ჯიბის გასქელების ხარჯზე, ხალხი უკიდურეს მდგომარეობაშია. თუ ასე გაგრძელდა ხალხი ქუჩაში გამოვა, აი, თქვენი ოცნება.“
ოზურგეთელელი ვალერი ეზიეშვილი უკვე მეოთხე წელია ტაქსის მძღოლია. ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საწვავზე ფასმა მოიმატა მგზავრობის მომსახურების ღირებულებაც გაიზრდება.
„ძალიან ცუდი მგდომარეობაა, იძულებული ვართ ფასები გავზარდოთ, თუ დავდიოდით თბილისში 170 ლარად, საწვაზე ფასის მომატების შემდეგ, 30 ლარით გაიზრდება ფასი. სხვანაირად გამოვა რამე? აბა ტყუილად უნდა ვიაროთ?! ეს ფაქტი ძალიან ცუდია ყველასთვის, მგზავრი რომელსაც 2 ლარი არ ჰქონდა, რომ გადაეხადა, 5 როგორ გადაიხდის?“.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა