სკანდალი - თაღლითობაში მხილებული ამხანაგობის თავმჯდომარე და ,,მაგთიკომის“ მიერ უნებართვოდ დამონტაჟებული ანძა
საზოგადოება - 12:48, 30 Nov, 2016     22743
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიამაგთიკომიშესაძლოა მორიგ სკანდალში გაეხვას. საქმე ეხება თბილისში გლდანის რაიონის, 6 /-ის 18 კორპუსის თავზე, მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ სიხშირის გადამცემი და მიმღები ანძის დამონტაჟებას.

როგორცნიუპოსტსადგილობრივები უყვებიან, კორპუსის თავმჯდომარე ომარ ნანავამ თაღლითური გზით, ჯერ საკუთარ შვილზე გადააფორმა კორპუსის კუთვნილი სხვენი და შემდეგ ტერიტორია სოლიდური თანხის სანაცვლოდმაგთისდაუთმო.

ადგილობრივების თქმით, ნანავა წლებია არაკეთილსინდისიერად იყენებს თავის თანამდებობას.

კორპუსში მცხოვრებთა განცხადებით, ბევრჯერ შეგროვებული თანხის მიუხედავად, კორპუსის სადარბაზო მუდამ ჭუჭყიანი და გაუნათებელია, გარე განათება 16 სართულიდან მხოლოდ ერთ-ორ სართულზე მუშაობს, ლიფტით მგზავრობა (ასვლაც და ჩამოსვლაც) 20 თეთრი ღირს, თუმცა მეზობლების აღშფოთებას ომარ ნანავა გამუდმებით უყურადღებოდ ტოვებდა.

მოსახლეობის მორიგი აღშფოთება კიდევ უფრო მაშინ გამწვავდა, როცა ადგილობრივებმა გაარკვიეს, რომ ნანავამმაგთისგადამცემი ანძის დადგმის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ კრებაზე არავისთან შეთანხმებულა.

„შარშან ომარ ნანავას რამდენიმე მაცხოვრებლისთვის (და არა კრებაზე) შეუთავაზებია, „მაგთის“ ანტენის დადგმაში დიდ თანხას გვთავაზობენ და მივცეთ უფლება და თანხა გავიყოთო, რაზეც იმ რამდენიმე მაცხოვრებელს კატეგორიული უარი განუცხადებია... ამ შემთხვევიდან მალევე, ნანავამ მოსახლეობისგან ხელმოწერები შეაგროვა და მთელი სხვენი (დაახლ.90 კვმ) გადაიფორმა! დაახლოებით ერთი თვის წინ კი კორპუსის თავზე რაღაც უცნაური მოწყობილობა შევნიშნეთ, რომელსაც გარედან ცისფრად (კორპუსის ფერად) შეღებილი თუნუქის ფურცლები ჰქონდა საგულდაგულოდ შემოხვეული. მეზობლების კითხვას, თუ რა იყო ეს, ნანავების ოჯახის ყველა წევრი სრული სიმშვიდით, სრულიად სხვადასხვა პასუხებს სცემდა“- აცხადებს„ნიუპოსტთან“ კორპუსის ერთ-ერთი ბინადარი.

მისივე თქმით, მეზობლებმა „მაგთის“ მალევე მიმართეს. კომპანიაში მოსახლეობას დაუდასტურეს, რომ ანტენა, ნამდვილად „მაგთის“ ეკუთვნოდა, მაგრამ ის კორპუსის თავზე კანონიერად, ომარ ნანავას კერძო საკუთრებაში მყოფ ფართზე იყო განთავსებული.

„დიდი ხმაურის შემდეგ, 14 ნოემბერს კრებაზე მოვიდა კომპანია „მაგთის“ წარმომადგენელი ლაშა ჭავჭანიძე, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მოგვმართა: „მეზობელი საკუთარ ფართში რემონტს გააკეთებს თუ რას იზამს, სხვა მეზობლის საქმე არ არისო!“.

ჭავჭანიძე შეეცადა მაცხოვრებლებისთვის დაემტკიცებინა, რომ აღნიშნულ ანტენას მობილური ტელეფონივით გამოსხივება აქვს და ჩვენი პანიკა უსაფუძვლო იყო, თუმცა მოსახლეობა მკაცრად ვითხოვდით ხელშეკრულების გაუქმებას. შემდეგ ისიც კი შემოგვთავაზა, კორპუსის შიგნით რომ შევიტანოთ და გარედან არ ჩანდეს, თანახმა თუ იქნებითო?!.. თითქოს ფასადი გვადარდებდა და არა ჩვენი ჯანმრთელობა! საბოლოოდ, ლაშა ჭავჭანიძემ თქვა, რომ ხელშეკრულების გაუქმება შესაძლებელი იყო, ამისთვის კი საჭირო მხოლოდ განცხადების დაწერა იყო ნანავების მხრიდან“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ადგილობრივმა.

მისივე მონათხრობის მიხედვით, „მაგთის“ წარმომადგენლისგან მიღებული პირობის შემდეგ, მოსახლეობა კვლავ კორპუსის თავმჯდომარეს მიადგა და „მაგთისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა მოსთხოვა.

რესპონდენტის თქმით, ომარ ნანავა მეზობლებს არ ხვდება, მისი ოჯახის წარმოამდგენლები კი სხვადასხვა მიზეზებით იცილებენ გაბრაზებულ მეზობლებს.

"შეწუხებული მოსახლეობა ისევ ნანავების ოჯახს მივადექით, სახლში დაგვხვდა ომარ ნანავას მეუღლე, რომელმაც ძალიან მშვიდად გვითხრა, რომ ომარ ნანავა ქალაქში არ იმყოფებოდა, 22 ნოემბერს ჩამოვიდოდა, დაწერდა განცხადებას და გააუქმებდნენ ხელშეკრულებას. მეზობლემბმა კი სრულიად შემთხვევით, მაგთის წარმომადგენელთან გადამოწმების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ხელშეკრულება ომარ ნანავას კი არა, მისი უფროსი ვაჟის, ბაჩანა ნანავას სახელზეა გაფორმებული. ისევ ავედით მეზობლები ნანავების ოჯახში ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, რაც ომარ ნანავას მეუღლემ ისევ ძალიან აუღელვებლად და უსირცხვილოდ დაგვიდასტურა. ბაჩანა ნანავას მოსვლა და ხელშეკრულების გასაუქმებლად განცხადების დაწერა რომ მოვთხოვეთ, ძალიან მშვიდად აგვიხსნა, ბაჩანა მუშაობს და კვირის სამუშაო დღეებში არ სცალია, ვერ მოვა და ვერ დაწერს განცხადებასო - ასე გაისტუმრა მეზობლები... შემდეგ დღეს ისევ „შევაწუხეთ“ ნანავების ოჯახი, სადაც ომარ ნანავას მეუღლესთან ერთად მისი უმცროსი ვაჟიშვილი ნიკა ნანავაც დაგვხვდა, რომელიც ძალიან გაღიზიანებული და გაოგნებული იყო მეზობლების ამგვარი აღშფოთებით და ამტკიცებდა, რომ საკუთარ ფართში „რასაც მოისურვებდნენ, იმას გააკეთებდნენ“! მოვთხოვეთ, ბაჩანა ნანავას დაეწერა განცხადება, რადგან „მაგთი“ თანახმა იყო ხელშეკრულების გაუქმებაზე. იმავე საღამოს მეზობლები ისევ ვესტუმრეთ ნანავების ოჯახს სადაც ისევ იმყოფებოდნენ ომარ ნანავას უმცროსი ვაჟი და მეუღლე. ვთხოვეთ განცხადება ეჩვენებინათ, რომელიც დაწერა ბაჩანა ნანავამ კომპანია მაგთისთან ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. თავიდან უარზე იყვნენ, ნუთუ არ გვენდობითო (რატომღაც) უკვირდათ, თუმცა ათასჯერ მოტყუებული მაცხოვრებლების დაჟინებული თხოვნით, ბაჩანა ნანავას ვაიბერით გადმოაგზავნინა განცხადების ფოტო და გვაჩვენა.

მეორე დილას კი, რამდენიმე მეზობლის თანხლებით მაგთიში მიიტანა ეს განცხადება, სადაც უთხრეს რომ ხელშეკრულება გაუქმდება და დანადგარსაც უახლოეს დღეებში დაშლიან და წაიღებენ"- აცხადებს ადგილობრივი.

მისივე თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორპუსის თავზე შენიღბული აპარატი გაქრა. მოსახლეობას ეგონა, რომ „მაგთიმ“ პირნათლად შეასრულა დანაპირები, ოპერატიულად დაშალა და წაიღო აგრეგატი, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანტენა არა თუ დაშალეს, არამედ კორპუსში, შიგნით დაამონტაჟეს.

"29 ნოემბერს კორპუსის მაცხოვრებლებმა ისევ „შევაწუხეთ“ ნანავების ოჯახი, სადაც ისევ მხოლოდ ომარ ნანავას მეუღლე და ვაჟიშვილი იმყოფებოდნენ და მშვიდად გვითხრეს, რომ აგრეგატი ისევ ადგილზეა და ისევ მუშაობს, უბრალოდ შიგნით შეიტანეს. ომარ ნანავა ისევ იმალება"- განუცხადა "ნიუპოსტს" ადგილობრივმა.

მოსახლეობა კორპუსის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. არ არის გამორიცხული ადგილობრივებმა ფიჭურ კომპანია "მაგთისაც" უჩივლოს. ისინი პირველ ჯერზე აგრეგატის სასწრაფოდ გამორთვას მოითხოვენ.

"ნიუპოსტი" ომარ ნანავას პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა კორპუსის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება "მაგთის" პოზიციას, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს "ნიუპოსტმა" რამდენიმე კითხვით მიმართა.

პირველ რიგში გვაინტერესებდა როდის და რა შემთხვევაში მოხდება ანძის სრულად დემონტაჟი? და რატომ მიიღო კომპანიამ გადაწყვეტილება, სხვენში განეთავსებინა ანძა, მაშინ როცა არსებობდა შეთანხმება, რომ განცხადების დაწერის შემდეგ მოხდებოდა სრულად დემონტაჟი?

კომპანიამ ჩვენ კითხვებს ნაწილობრივ წერილობით უპასუხა:

"მაგთიკომში ყველა საბაზო სადგური წარმოებულია მსოფლიოს წამყვანი ტელეკომუნიკაციის კომპანიების მიერ და შეესაბამება საერთაშორისო ტექნიკურ და ეკოლოგიურ სტანდარტებს.

აღნიშნული სადგური, ისევე როგორც მაგთიკომის ყველა სხვა საბაზო სადგური დამონტაჟებულია ქვეყანაში მოქმედი კანონდმებლობის და სანიტარული-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.

მაგთიკომი მუდმივად ატარებს მის მიერ განთავსებული საბაზო სადგურების ელექტრო მაგნიტური ველის მონიტორინგს, როგორც დაპროექტების ისე ექსპლუატაციის პერიოდში და ის სრულად პასუხობს საქართველოში მოქმედ სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტებს და ეკოლოგიურ ნორმებს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ცხადია ხელთ გვაქვს"- .აცხადებენ "მაგთიკომში".

„ნიუპოსტი“ მერიის ზედმამხედველობის სამსახურის თანამშრომელს ესაუბრა, კითხვაზე: „ჰქონდა თუ არა მაგთიკომს“ მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვა, რომ კორპუსის თავზე ანძა აღემართა“ გიორგი ჩილინდრიშვილმა თქვა: „მერიის ზედამხედველობის სამსახური ნებართვას არ გასცემს აღნიშნულ სამუშაოებზე უნდა ჰქონოდათ არქიტექტურის სამსახურის ნებართვა მათ (მაგთიკომს) ნებართვა არ ჰქონდათ, შესაბამისად ფასადიდან მოვახსნევინეთ“- აღნიშნა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა.

ჩილინდრიშვილი დანადგარის სხვენში დამონტაჟებაზე აცხადებს, რომ ამ საკითხის კანონიერებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

„შიდა სივრცეში განთავსებულ ნივთზე (ანტენაა თუ სხვა) ჩვენ ვერ ვერევით“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც "ნიუპოსტთან" აცხადებს რომ ზედამხედველობის სამსახურის ამ თანამშრომელთან კომუნიკაცია პირადად ჰქონდა, ამბობს: "ჩილინდრიშვილს 16-ში დილას დავურეკე და მიპასუხა დიახ, მაგთის ნებართვა აქვს და პირად მეილზე გამომიგზავნესო"

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42