კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 30 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ტირიფების, ლისის, მუხის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ბერიტაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, თამარაშვილის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, ცაგარელის, ასათიანის, ზაქარიაძის, დელისის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, დელისის III ქუჩის, კამანის, ზემო დელისის, ჭიაბრიშვილის, ჩერქეზიშვილის, ვოლოდარსკის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, მგალობლიშვილის, ფანჯიკიძის, ცინცაძის, შევარდენიძის, კარტოზიას, ბაგრატიონის, ჩიქოვანის და მეგრელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ჭელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და VII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, ქერჩის, მორეტის და ვართაგავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფიფიას, ვორონინის და ცაბაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






