დედისა და 3 წლის შვილის სასტიკი მკვლელობის აქამდე გაუხმაურებელი დეტალები
საზოგადოება - 12:08, 28 Nov, 2016     42016
გაზეთი "პრაიმტაიმი" თბილისში 22 თებერვალს მომხდარი გახმაურებული ორმაგი მკვლელობის შესახებ დამატებით დეტალებს წერს. საუბარია ფონიჭალაში 43 წლის ნონა რამინაძისა და მისი 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაზე. როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, თუმცა იგი დღემდე არ აღიარებს დანაშაულს და ირწმუნება, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მისცა.


„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ხაბელაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულება და მკვლელობის ადგილის შემზარავი კადრები (+18). ჩვენ, ასევე, ექსკლუზიურად მოვიპოვეთ ერთ-ერთი მოწმის ახსნა-განმარტება, რამაც შესაძლოა პროცესი თავდაყირა დააყენოს. მანამდე კი ორიოდე სიტყვით მკვლელობის ხელწერისა და ბრალდებულის შესახებ გიამბობთ:

ცნობილია, რომ მკვლელმა ნონა რამინაძეს ყელი გამოსჭრა და სხეულზე დანით 29 ჭრილობა მიაყენა, 3 წლის ბავშვს კი იგივე დანა 16-ჯერ ჩაარტყა, ხოლო ცხედარი დაწვა. ჩვენ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაში კარგად ჩანს შემთხვევის ადგილი. კადრები იმდენად მძიმე სანახავია, რომ ჩვენ ყველა მათგანის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ.

სწორედ ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს გიორგი ხაბელაშვილი. თავდაპირველად არაფერი თქმულა დანაშაულის მოტივის შესახებ. საგამოძიებო ორგანომ მხოლოდ ის გვაცნობა, რომ ხაბელაშვილი წარსულში ქურდობის, ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და რომ მისი გენეტიკური პროფილი (დნმ) ემთხვევა მკვლელობის იარაღიდან აღებულ ნიმუშს.

ინფორმაცია დანაშაულის მოტივის შესახებ მხოლოდ ბრალდებულის დაკავებიდან მეორე დღეს, სასამართლო დარბაზში გახდა ცნობილი, რა დროსაც ხაბელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესზე გამოცხადებულმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დანაშაული ანგარების მოტივით იყო ჩადენილი, ვინაიდან ბრალდებულს ბინაში რამდენიმე ათასი დოლარი ეგულებოდა, მაგრამ მისი წაღება ვერ მოახერხა. თუმცა სულ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ ხაბელაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულება მოიპოვა. კერძოდ, თბილისის ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოიღეს ნონა რამინაძის კუთვნილი ოქროს ნივთები, რომელიც გიორგი ხაბელაშვილმა მკვლელობიდან მეორე დღეს ჩააბარა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებისგან შევიტყვეთ ისიც, რომ ხაბელაშვილი ლომბარდიდან აღებული ფულით ქობულეთში ნონა რამინაძისა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის დაკრძალვაზე ჩავიდა.

თავად ხაბელაშვილი არ უარყოფს, რომ მკვლელობიდან მეორე დღეს ოქროს ნივთები მართლაც ჩააბარა ლომბარდში. მისი ადვოკატი თამაზ კვახაძე არ გამორიცხავს, რომ ეს მართლაც ნონა რამინაძის ოქროს ნივთები ყოფილიყო, თუმცა იქვე განგვიმარტავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას ამ საკითხზე:

„ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ ეს ნივთები ნამდვილად ჩააბარა ლომბარდში, თუმცა ამბობს, რომ ის მეგობარმა ზაზა ლურსმანაშვილმა მისცა, ვინაიდან მას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, სთხოვა, ხაბელაშვილს ჩაებარებინა. საიდან ჰქონდა ლურსმანაშვილს ეს ოქროს ნივთები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია“, – ამბობს ადვოკატი თამაზ კვახაძე.

ამ ინფორმაციის მიხედვით, გამოდის, რომ სახლიდან ოქროს ნივთები ლურსმანაშვილმა გამოიტანა და ლოგიკურად, მკვლელობაც მას უნდა განეხორციელებინა. ყოველ შემთხვევაში ასეთ მინიშნებას აკეთებს თავად ხაბელაშვილი. თავის დროზე გამოძიებას კითხვები მართლაც ჰქონდა ლურსმანაშვილის მიმართაც, თუმცა მას საკმაოდ მყარი ალიბი აღმოაჩნდა.

ვინ არის ზაზა ლურსმანაშვილი? როგორც გავარკვიეთ, ის გახლავთ ერთ-ერთი, ვინც პროკურატურას ხაბელაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

„ლურსმანაშვილი და ხაბელაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ. მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე ხაბელაშვილს მისთვის უთქვამს, ფონიჭალაში არის ჩემი ახლობლის ოჯახი, სადაც ინახება 7 ათასი დოლარიო. მე ვერ შევალ, მიცნობენ, ამიტომ შენ შედი და გამოიტანეო“, – გვიყვება ზაზა ლურსმანაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

აქვს თუ არა ლურსმანაშვილს კავშირი ამ შემზარავ დანაშაულთან? ამის შესახებ ჩვენ პროკურორ გოჩა ქორაიას ვკითხეთ:

– გამორიცხულია, რომ ეს ოქრო სახლიდან ლურსმანაშვილს გამოეტანა. ჩვენ, ასევე, გამოვრიცხავთ დანაშაულთან მის კავშირს. ლურსმანაშვილი არის ადამიანი, ვინც, ფაქტობრივად, პირველმა გამოთქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაული ხაბელაშვილის მიერ იყო ჩადენილი. ამის გამო, მათ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოუხდათ. მათ ჰქონდათ კონფლიქტი და ხაბელაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ვერსიაც სწორედ აღნიშნული კონფლიქტიდან გამომდინარეობს.

– მკვლელობის მოტივად ქურდობას ასახელებთ, თუმცა ეჭვს ბადებს დანაშაულის ხელწერა: ქურდს შესაძლებელია ასეთი სისასტიკით მოეკლა დედა-შვილი? მით უმეტეს ბავშვი, რომელსაც 16 ჭრილობა აქვს მიყენებული? შურისძიების მოტივი რატომ გამოირიცხა?

– იმიტომ რომ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად მიანიშნებს სწორედ ქურდობის მოტივზე. სანამ არ მოკლა ორივე, მანამდე აყენებდა ჭრილობებს. მოტივი ნამდვილად იყო სწორედ ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების დაუფლება.

11-ტომიანი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ხაბელაშვილის წინააღმდეგ არაერთ მტკიცებულებასა და ჩვენებას მოიცავს. მათ შორის გახლავთ მისი მეგობარი ქალის, ელენა ნიკოლაევას ჩვენება. ის პროკურატურას სასამართლოში დასაკითხ მოწმეთა სიაშიც ჰყავს შეყვანილი, ვინაიდან ნიკოლაევას მიერ წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მკვლელობის დროს გიორგი ხაბელაშვილი მასთან არ იმყოფებოდა, როგორც ამას თავად ხაბელაშვილი ამტკიცებს. „პრაიმტაიმისთვის“ კი ცნობილი გახდა ელენა ნიკოლაევას სკანდალური ახსნა-განმარტება, სადაც ის დაკითხვის დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ელენა ნიკოლაევას ახსნა-განმარტებიდან, რითიც ირკვევა, რომ გამოძიება მას დანაშაულში თანამონაწილეობის აღიარებას სთხოვდა:

„შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიყვიროდნენ, მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მეუბნებოდნენ, რომ მეთქვა, თითქოს მე ავედი სახლში, მე გავაღებინე კარი და მე მოვითხოვე ყავა. ვინაიდან უარვყოფდი მათ მიერ შემოთავაზებულ ფაქტებს, ამის შემდეგ დაიწყეს ფიზიკური ზემოქმედება. კერძოდ, უკან მდგომმა სახეში ხელი გამარტყა, რაზეც სხვა პიროვნებამ მისცა შენიშვნა – სახეში არ დაარტყაო. მირტყამდნენ გვერდებში, ზურგსა და თავში. ჩემი ცემა გრძელდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი. ჩემი ცემის დროს პიროვნებები გადიოდნენ და შემოდიოდნენ ოთახში. მემუქრებოდნენ, რომ შვილებს ვერ ვნახავდი 20 წელი… ვინც კითხვებს მისვამდა, დანა დამადო კისერზე, მეორემ თმებში ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა ბოლომდე და მიმადებინა სკამის საზურგეზე. ხელები მქონდა ზემოთ აწეული და ჩამოშვების საშუალებას არ მაძლევდნენ. მირტყამდნენ ნეკნებში… ვინაიდან ჩემი მოწმის სახით დაკითხვა განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, პირობას ვდებ, რომ მხოლოდ სასამართლოს მივცემ სრულ, ჭეშმარიტ და ობიექტურ ჩვენებას“.

მოკლედ, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი ქალი სასამართლოში სკანდალური ჩვენების მიცემას გეგმავს. არ არის გამორიცხული, არსებითი განხილვის ეტაპზე საქმეში დამატებით ახალი გარემოებები გამოიკვეთოს.

წყარო: "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42