
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს „საქსტატი“ შესაბამისი უწყებებიდან იღებს და ყოველ კვარტალურად საკუთარ საიტზე აქვეყნებს:
„სამართლებრივ სტატისტიკურ მონაცემებს „საქსტატი“ საერთოდ არ აწარმოებს, რადგან აღნიშნული სტატისტიკა მთლიანად უწყებრივი ხასიათისაა და ამ უწყებრივი სტატისტიკის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის ინტერესის სფეროს. შესაბამისად, ამ მონაცემებს ჩვენ ვაქვეყნებთ. ბუნებრივია, უწყებრივი სტატისტიკა გაცილებით მრავალფეროვანია, რომელსაც ადმინისტრაციუვლი წყაროები ფლობენ, მაგრამ აქედან ოფიციალურ სტატისტიკას მხოლოდ გარკვეული მონაცემები წარმოადგენს და ეს მონაცემები ყოველკვარტალურად „საქსტატის“ საიტზე ქვეყნდება“, - განაცხადა თენგიზ ცეკვავამ.
მასალის გამოყენების პირობები






