„ვინ და რატომ ჭორაობს ჩვენზე?“ - გურამ შეროზია
საზოგადოება - 11:03, 26 Nov, 2016     3008

„რაც და როგორც არ უნდა გააკეთოთ, ადამიანები მაინც იპოვნიან უკმაყოფილების მიზეზს და სალანძღავი სიტყვებიც არასდროს დაელევათ“- წერს ბლოგერი გურამ შეროზია.

გურამ შეროზია: წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოხუცი კაცი და მიდიხართ ათიოდე წლის ბავშვთან და ვირთან ერთად ქუჩაში… (ადრე წაკითხული იგავი, რომელიც ფრაგმენტებად მახსოვს)

  • თუ ორივე ფეხით ივლით და ვირს ისე წამოიყვანთ – გამვლელები სულელად ჩაგთვლიან, რაკი საშუალებას, რომელიც გაქვთ, არ იყენებთ.
  • თუ ბავშვს დასვამთ და ფეხით გამოჰყვებით, ბავშვის უზრდელობაზე ალაპარაკდებიან, რომელიც მოხუცი ბაბუის დაღლილობაზე საერთოდ არ ზრუნავს და თქვენვე დაგადანაშაულებენ, ბავშვის ცუდად აღზრდაში
  • თუ ბავშვს ჩამოსვამთ და თქვენ დაჯდებით, მაინც გაილანძღებით, ამხელა კაცი ვირზე შემომჯდარა და ბავშვი ფეხით მოჰყავსო
  • ბოლოს ორივე შემოსხდებით ვირზე და უარესი მოხდება, საცოდავი ცხოველი საერთოდ არ ეცოდება ამ ორ ვირსო (როცა ვირი დაცვის ობიექტიც არის და დამაკნინებელი ტერმინიც)

მოკლედ, რაც და როგორც არ უნდა გააკეთოთ, ადამიანები მაინც იპოვნიან უკმაყოფილების მიზეზს და სალანძღავი სიტყვებიც არასდროს დაელევათ.

ბუნებრივია, რაც უფრო მეტი ხელიდან, მეტ ხელში გადადის თქვენი ისტორია, მით მეტი ალბათობაა, მისი აბსურდულ ჭორად ქცევის.

  • მოჰკრავს ყურს ერთი და ნაგლეჯებად მოიყვება მეორეს, თან მეტი ეფექტისთვის საკუთარ „ნავაროტკებსაც“ დაამატებს
  • მეორეც ნაგლეჯ-ნაგლეჯ იმახსოვრებს, თავის შელამაზებებს ისიც დაამატებს
  • და წარმოიდგინეთ რა ფორმით მივა ეს ისტორია მეორასე და მეტ ადამიანთან.

ამის შემდეგ, კიდევ იტყვით ვინმე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს? შეიძლება არ არსებობს, მაგრამ კვამლის და ცეცხლის შემოქმედნიც, ამ შემთხვევაში უსაქმური ჭორიკნები არიან, თქვენ კიდევ, ისღა დაგრჩენიათ – იამაყოთ, რომ მათ ცხოვრებას აზრს სძენთ, ისინი კი, მადლიერების ნაცვლად…

რომ შევაჯამოთ წინა აბზაცი, გამოვა, რომ რაც უფრო აბსურდულია ჭორი, მით უფრო მეტი ადამიანი განიხილავს, ანუ მეტია ჩვენით დაინტერესებულთა რიცხვიც. რდგ. (თეორემა დამტკიცებულია)

აღქმის თეორია ვუწოდოთ პირობითად, ყველა იმ სუბიექტურ დამახინჯებას, რომლებიც ადამიანები თავს იხვევენ და მერე სხვებსაც ახვევენ.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას უბრალოდ, ნეიტრალურად ჩახედეთ თვალებში და რამდენიმე წამით მზერა გაგიშეშდათ:

  • დაკომპლექსებულები მას ირონიულ მზერად მონათლავენ
  • სექსუალურად დაუკმაყოფილებლები – ჟინით ანთებულად და მოჰყვებიან, რომ თქვენ მათი – თქვენს მკლავებში მოქცევა გწყურიათ
  • ნარცისები – აღტაცებულ მზერად
  • ეგოისტები – განსაკუთრებულ ყურადღებად
  • ხელმოცარულები – სიბრალულით გაჟღენთილად
  • მზრუნველობას მოკლებულები – მზრუნველად

და ასე, უსასრულოდ… ვის რისი დეფიციტიც აქვს, იმ ფერის კუდს გამოაბამს, ერთი შეხედვით უმარილო, უფერო და უშაქრო ისტორიას.

მოუწოდეთ ადამიანებს, გადაამოწმონ წყაროს სანდოობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჭორის შემოქმედის და მით უფრო – მისი დამჯერებლის ალოგიკურობის პრობლემაა.

თქვენ კიდევ, შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ: განხილვის საგნები და უმიზეზოდ ბრალდებულები – მხოლოდ რჩეულები ვხდებით, მანამ სანამ ჩვენზე ჭორაობენ, გვახსოვდეს, რომ სწორად და საინტერესოდ ცხოვრობთ და “არსებობის” რეჟიმამდე ბევრი გვიკლია

გახსოვდეთ, რომ:

  • 5000 წიგნის წაკითხვის შემთხვევაში, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც 5001-ე წიგნის არ ცოდნას არ გვაპატიებს და სწორედ ეს უკანასკნელი წიგნი აღმოჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი;
  • მილიონ სიკეთეს, 1 ფეხწამოკრული ქმედება გადაგიწონით ერთეულების თვალში;
  • ხშირად 50 ღირსებაზე მნიშვნელოვანი თქვენი 1 ნაკლოვანება გახდება…

მთავარია გავაცნობიეროთ, ვისთვის ვცხოვრობთ, ჩვენივე კომფორტისთვის, თუ იმისთვის, რას იტყვიან ჩვენზე ვიღაც იდიოტები (ბოდიში მომითხოვია), ვინც ასეც და ისეც, მაინც იპოვიან მიზეზს ტალახის სროლის. დაძაბული რეჟიმიც მოვიხსნათ და ვიცხოვროთ შეცდომებით, რომლებზეც აუცილებლად ვისწავლით, რაკი ჩვენ თუნდაც დაგვავიწყდეს, უფასო „რიმაინდერები“ ამას მუდმივად შეგვახსენებენ, ჩვენც რაღა დაგვრჩება – მადლიერების გარდა.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, როგორი მძიმეა ცხოვრება, როცა მუდმივად ცილს გწამებენ და ვერც ხვდებით, ეს ვის რაში სჭირდება, გაიხსენეთ, რომ სადღაც, თბილისის ერთერთ უბანში, ვარსებობ მე, რომელზეც ყველა ჯიშის თუ ჯურის განხილვა არსებულა და თითოეული მათგანი სტრესის ნაცვლად, ორმაგად მიმაღლებს მოტივაციას. არ მგონია, რამე უარესი თქვან თქვენზე, ჰოდა წავედით, დავიშალეთ ამ თბილ ნოტაზე…

მაშასადამე:

მაშ გამარჯვება ტკბილო სიცოცხლევ

დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი…!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42