დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
საზოგადოება - 20:01, 25 Nov, 2016     3012
ქალაქ მცხეთის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ბუთხუზმა და ზაალ კაპანაძემ მოინახულეს.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის გიორგი მაისურაძის განცხადებით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მათ უტარდებათ ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია. საჭიროების მიხედვით დაშავებულ სამხედროებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები და შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით სტაციონარში მოთავსდებიან“.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ქალაქ მცხეთის შესასვლელთან მოხდა. შედეგად I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42