ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე
საზოგადოება - 17:45, 25 Nov, 2016     8010
2016 წლის 25 ნოემბერ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“. ომუდსმენის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მოხსენებით წარსდგნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.

საჯარო დებატების მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების შესახებ, რომლის შესწავლაც სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. შესწავლის პროცესში ყვარლის რაიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა, რაც თავად მოსახლეობამ რელიგიური და ტრადიციული წეს–ჩვეულებებით გაამართლა.

„ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით, რომ ეს არის ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უკიდურესი უფლებადარღვევის ფორმა“, – ასე შეაფასა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახმაურებული ფაქტის დეტალები.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილ ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა - როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული, თუმცა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დააჩქარონ რატიფიცირების პროცედურა.

დებატებზე წარმოდგენილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა პრობლემის პრევენციის კუთხით, განხილული იქნა საევე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისთვის და არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარი ჯობავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვერა ბაზიარი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი მაია ავაზაშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ.

საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე იმართება ყოველ თვე და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საშუალებას აძლევს განიხილონ მოსახლეობის პრობლემები.

საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42