ვიდეო, რომლის წყალობითაც ლუნა „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღმოჩნდა
კულტურა - 13:00, 25 Nov, 2016     55016

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი ხნის წინ განთავსდა, მაგრამ მაყურებლმა ლუნას ეკრანზე გამოჩნის შემდგ აიტაცა, ყველასთვის საყვარელი გმირის „სავიზიტო ბარათი“ აღმოჩნდა. ამის შესახებ უკვე პოპულარულმა მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა „ნანუკას შოუში“ ისაუბრა. ვიდეოს მთავარი ოპერატორი და პროდიუსერი კი ქთის და გახლავთ.

ქეთი ხუციშვილი: „ზოგადად ბავშვობიდანვე მიყვარს პაროდიების კეთება. ქართლიდან ვარ წარმოშობით და ხშირად სოფელში ვისვენებდით ხოლმე. ამიტომ ქართლელების ინტონაცია, ჟღერადობა, მანერა ძალიან კარგად მაქვს ათვისებული. ხან მეზობლების პაროდიას ვაკეთებდი, ხან ნათესავების. ერთ დღესაც ჩემმა დამ მთხოვა ჭურჭლი დამირეცხე მე საქმე მაქვსო. სწორედ ამ ჭურჭლის რეცხვისას მომივიდა თავში ქართველი ქალის გაბრაზება გამეკეთებინა. კარგა ხანი გაგრძელდა ეს წივილ-კივილი. როლში შევედი. ბოლოს გავხდე ჩემს დას და კვდება სიცილით, თან იწერს ამ ყველაფერს.

მერე ჩემი თხოვნის მიუხედავად, (მე არ მინდოდა) „ფეისბუქზე“ ატვირთა. რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გავიდა რაღაც პერიოდი და „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა დამირეკა.

ქასთინგზე

ძალიან შეშინებული ვიყავი, ჩემს დასაც ველაპარაკე, მეთქი ვერ წავალ, არ შემიძლია... ერთია რომ ჩემს ახლობლებში, ოჯახში, სანათესაოში რაღაც გავიცინებ და გავაცინებ ხალხს და მეორე გარეთ როგორ გავიტან ამას, ძალიან დიდი საპასუხისმგბლო იყო ეს ყველაფერი. მაგრამ მერე თავში ერთმა აზრმა გამიელვა - ახლა ან დაიწყება ან დამთავრდება ეს ყველაფრი.

ვერ ავხსნი თუ რა მოხდა ჩემში. უცებ, ქეთი ხუციშვილი რომ დადგება განზე და ლუნა მაზიაშვილი ჩასახლდება, ზუსტად ეს იყო... იმდენად შევედი როლში, რომ ჩემს გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი, ვერც გადამღებ ჯგუფს ვხედავდი, ვერც რეჟისორს, ვერავის... სადღაც ვიყავი და ვიყავი მხოლოდ ლუნა. ბოლოს მე თვითონ ძლივს გამოვედი ამ როლიდან და დავუბრუნდი ისევ ქეთი ხუციშვილს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42