„ეს გოგო ჩემთვის არის აღმოჩენა და არა მარტო ჩემთვის“ - ამბობს „ნანუკას შოუში“ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი ლუნას როლის შემსრულებელზე და ამ ნიჭიერ გოგონასთან პირველ შეხვედრას იხსენებს. ლუნად გარდასახული ქეთი ხუციშვილი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში, თავისის არტისტიზმით ბევრს შეაყვარა თავი პროფესიით იურისტია.
ქეთი დევდარიანი, სცენარისტი: „ყოვლთვის როდესაც ასე ბრჭყალებში "ქუჩიდან მოგყავს" ადამიანი, ანუ არა თეატრიდან, არა ინსტიტუტიდან, არანაირი შეხება არა აქვს მას არც კინოსთან , არც კამერასთან არც გადასაღებ მოედანთან, რა თქმა უნდა რისკია...
შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად აკეთდებდეს რაღაცას, მაგრამ გადასაღებ მოედანზე, რომ ამდენ ხალხს დაინახავს, შეიძლება რაღაცნაირად ჩაიკეტოს, ან ვერ გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობა კარგად. თუმცა, ქეთის შემთხვევა არის მართლა უნიკალური, ისე დაიწყო თავიდანვე თავისი როლის შესრულება, იფიქრებდი რომ 25 წელია სცენაზე დგას, ძალიან ნიჭიერია.
ქეთის და არის ჩემი ვირტუალური და არა ვირტუალური მეგობარი, რომელმაც ერთ დღეს სოციალურ ქსელში „გააშეარა“ თავისი დის პაროდია, გარდა იმისა რომ პაროდიას აკეთებდა კარგად დავინახე რაღაც უსაზღვრო არტისტიზმი ამ გოგოში. თან ვიცოდი რომ ძალიან კარგად მღეროდა, ვიფიქრე თუ იქნებოდა შესაფერისი როლი აუცილბლად გადავიღებდით.
პირველად გამოჩნდა ორი სეზონით ადრე, თენგოსთან ერთად გოჭებს ჰყიდდა საახალწლოდ... იმ ეპიზოდშიც რეჟისორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მე ყველა აღფრთოვანდა, რომ აი იმ ორ წუთში, თუ როგორ დაამახსოვრა ყველას თავი.
ჩვენთან ასეა თუ დავინახეთ ხოლმე რომ უსაზღვრო შესაძლებლობების ადამიანი გამოჩნდა, რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვტვირთავთ.
ქეთი, ჩემთვის არის აღმოჩენა და არა მარტო ჩემთვის“.
მასალის გამოყენების პირობები






