დღეს ცხრა მიმდინარე პროექტის გუნდები შეხვდებიან საქართველოსა და სომხეთის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აღმოსავლეთის პარტნიოტობის სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სფეროში მათი განვითარების, მიღწევებისა და შედეგებზე სასაუბროდ.
დღეისათვის, საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა იწყებს მის დამათავრებელ ეტაპს, სამი პროექტი საქმიანობას 2016 წლის დეკემბერში ასრულებს: „ერთად უკეთესია: ერთიანი აქტივობა ჯავახეთი-შირაქის ეკორეგიონის კონსერვაციისათვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პაროსი“ ; „ახალგაზრდა მოგზაური“, სამოქალაქო ინიციატივის ასოციაცია და „იჯევანის და ბოლნისის მყარი ნარჩენების მართვის გამოუჯობესება“, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომლებსაც ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს.
სხვა პროექტები, რომელბაც ტრანსასაზღვრო თანამშრომლობაში შეიტანეს საკუთარი წვლილი:
ახალციხეში პროექტი „ტყის და ენერგიის მდგრადი გამოყენების ტრანსსასაზღვრო თანამშროლობა“, მწიდროდ თანამშრომლობს მათ სომეხ პარტნიორებთან, რეგიონის და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგორესურსების დასანერგად, უზრუნველჰყოფს კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას საჯარო შენობების თბოიზოლაციისათვის.
პროექტი „ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის განვითარების გზით“, რომელიც ხორციელდება იჯევანის მუნიციპალიტეტის მიერ, ხელს უწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გამყარებას.
ტურიზმის განვითარება რგორც ლორეს, ასევე ტავუშის ერგიონებისათვის პრიორიტეტუილ სფეროა, შესაბამისად ამ ორ პროექტს („ველო და სასოფლო ტრანსსასაზღვრო ტურიზმი“ და “ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარება ტრანსსასაზღვრო ტურიზმის განვითარების გზით“) განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასეთი საერთაშორისო კოოპერაციისათვის.
ამ და სხვა პროქტების ამსახველი პრეზენტაციაბი წარდგენილი იქნება JDMC (გადაწყვეტილებების მიმღები გაერთიანებული კომიტეტის) შეხვედრაზე.
ევროკავშირის საერთო ინვესტიცია საქართველო-სომხეთის ტერიტორიულ თანამშრომლობაში 1 350 000 ევროს შეადგენს.
JDMC-ის შეხვედრა ორგანიზებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის მხარდაჭერის პროგრამის მიერ მმართველი ჯგუფის GIZ-ის მონაწილეობით.
მასალის გამოყენების პირობები






