23 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელ მორგაბეთა ნაკრებმა შოტლანდია 21:17 დაამარცხა. „უმცროსების" საქომაგოდ და გასამხნევებლად, ედინბურგში, მეგეთლენდის სპორტული კომპლექსის მოედანზე გამართულ მატჩს უფროსი ბორჯღალოსნები და სამწვრთნელო შტაბი დაესწრო.
ანგარიში გელა აფრასიძის ჯარიმით გაიხსნა, შემდეგ კი აკაკი ტაბუცაძემ ლელო დაამიწა და ტაიმი 8:0 დასრულდა. მეორე ტაიმში უმცროსი ბორჯღალოსნები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით და მეტოქემ დაწინაურება მოახერხა, თუმცა მერე ყველაფერი დალაგდა და დინამიური იერიშის შედეგად, რომელშიც მორკინალებთან ერთად ხაზის მოთამაშეებიც მონაწილეობდნენ, დავით მესხმა ლელო დაამიწა.
მესამე ლელო შეცვლაზე შესული ბექა მამუკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო შედეგი ჯარიმით თედო აბჟანდაძემ დააფიქსირა - 21-17.
საქართველოს მორაგბეთა მთავარი ნაკრების შეხვედრა შოტლანდიის წინააღმდეგ, 26 ნოემბერს ქილმარნოქში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები