დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩაერთვნენ
საზოგადოება - 11:43, 24 Nov, 2016     1439
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგეტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP), საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით,საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან. უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად, დასავლეთ საქართველოშიგავრცელებული მავნებლის - ყავისფერი მარმარა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებაში ჩაერთვებიან.

პირველ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო.

„მავნებლის გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შემუშავება და ოპერატიულად განხორციელება. აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ეფექტიანი გეგმის შემუშავებას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა უცხოელ სპეციალისტებს მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, ენტომოლოგები დასავლეთ საქართველოს ეწვევიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, ქართველი და უცხოელ სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებსა და სამოქმედო გეგმას.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მეთხილეობის დარგის წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით დაიგეგმება.

ყავისფერი მარმარა ფაროსანას გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ის ძირითადად აზიანებს თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. აქტიურობის პერიოდში 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42