მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლები თავდაპირველად მის სახლში სუნის კვალის დასადგენად მივიდნენ.
სათავსოს მეპატრონე ირწმუნება, რომ მას ეუბნებოდნენ, რომ მკვლელობა სავარაუდოდ მისმა მეგობრებმა ჩაიდინეს.
"ალბათ თქვენმა მეგობრებმა ჩაიდინესო, რომელიც თქვენთან სვამენო, არიან ხულიგნებიო, გადაჭარბებული ლთობაო, ღვინო, ალკოჰოლმა ტვინის გადაბრუნება იცისო"- აცხადებს მამაკაცი.
მეზობლების განცხადებით, ისინი სუნმა შეაწუხა, სწორედ ამიტომ გამოიძახეს სამართალდამცველები. მათი თქმით, გარდაცვლილი მამაკაცის სავარაუდოდ ადგილობრივი არ არის. გვამი, დანაწევრებული იყო და დიდ თურქულ ჩანთაში იყო მოთავსებული. "- ყვება ადგილობრივი.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს შესაბამისად უცნობია, რა სახის დაზიანებები ჰქონდა გარდაცვლილს და არის თუ არა დაკავებული ბრალდებული. ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი დაახლოებით 25 დღის წინ მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






