გამწვანების აქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ნერგების დარგვას, კომპანია „თელანი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 63 940 ლარია.
მცხეთა-შიომღვიმის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული 1 ხის ნაცვლად 10 ძირი ნერგი დაირეგვება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წითელ ნუსხაში შეტანილი 2030 ნერგის დარგვა, მათ შორის 1050 ძირი შავი ღვიის, 40 ძირი პატარა თელადუმასა და 940 მცირენაყოფა ბალამწარას დარგვა. ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 2 წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები.
გამწვანების აქცია საავტომობილო გზების დეპარატმენტის პოლიტიკის თანახმად, მსოფლიო ბანკის დახმარებით SLRPII (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტი) პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ამ დროისთვის, გამწვანების აქცია ასევე მიმდინარეობს მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზის მიმდებარედ.
მასალის გამოყენების პირობები






