მიმდინარე წელს გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე (IYIPO 2016), სადაც 30 ქვეყნის 300 გამომგონებელი მონაწილეობდა, მარიამმა და გიორგიმ ასევე პირველი ადგილი აიღეს და ოქროს მედლის მფლობელიც გახდნენ.
###მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია ზოგად საგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. გამოვლინდნენ გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. 2010 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






