საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ორ უკრაინელ სპორტსმენს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული შედეგები გაუუქმა. მძლეოსან ოლექსანდრ დრიჰოლის და სიგრძეზე მხტომელ მარგარიტა ტვერდოხლების სისხლში ტურინაბოლი აღმოჩნდა, რომელიც აკრძალულ ნივთიერებად ითვლება, ლონდონში ტვერდოხლებმა 26-ე ადგილი დაიკავა დრიჰოლმა კი 34-ე.
ამასთანავე შედეგები გაუუქმდა რამდენიმე ძალოსანსაც, მათ შორის აღმოჩნდნენ ორი მოლდაველი ანატოლი კირიკუ (84კგ) და კრისტინა იოვუ (53კგ), ასევე ბელორუსიელი ირინა კულეშა (75კგ), სომხეთის წარმომადგენელი ჰრიპსიმე ხურშუდიანს (75კგ) მათ სისხლშიც ტურინაბოლი აღმოჩნდა კულეშას და ხურშუდიანის სისხლსი კი დამატებით სტანოზოლოლიც.
შედეგები გააუუქმდათ საქართველოს წარმომადგენელ ძალოსან რაულ ცირეკიძეს და ყაზახეთის წარმომადგენელ ალმაჩა უტესოვსაც , რომლებმაც ლონდონის ოლიმპიადაზე თავის წონით კატეგორიებში მე-9 და მე-7 ადგილები დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები