„ჩვენი ისტორია ჩვენ გულში დარჩება!“ - გარდაცვლილი გოგონას ნათესავი "ნიუპოსტთან" მარიამის შესახებ ჰყვება
საზოგადოება - 14:18, 22 Nov, 2016     34232
სამართალდამცავები 16 წლის მარიამ ჯ-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს სწავლობენ. გოგონას ცხედარი შარტავას #43-ში, მშენებარე კორპუსის სარდაფში საკუთარმა არასრულწლოვანმა დამ და ობიქეტის დაცვის თანამშრომლებმა იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით მარიამს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ახლადგაკეთებული წარწერა შენიშნეს: „ჩვენი ისტორია ჩვენ გულში დარჩება!“, თუმცა უცნობია ეკუთვნის თუ არა გოგონას აღნიშნული სტენსილი.

მარიამ ჯ.-ს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს სექციაში მუშაობს. ოჯახი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ქირით ცხოვრობს.

გარდაცვლილის ნათესავებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავენ ინფორმაციას, რომ გოგონას „სატანისტურ“ დაჯგუფებასთან რაიმე სახის შეხება ჰქონოდა.

როგორც „ნიუპოსტს“ მოზარდის ნათესავმა ქალბატონმა მ. ჯ-მ განუცხადა, მარიამს არც შეყვარებული ჰყოლია, შესაბამისად ოჯახი „მეგობარ ბიჭთან კონფლიქტსაც“ გამორიცხავს.

„სექტასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. მარიამს მსგავს დაჯგუფებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. რა კატები, რა სასაკლაო... ის არც სარდაფში უპოვიათ. შენობაში იყო მისვენებული. ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რომელიც გარდაცვალების რეალურ მიზეზს დაადგენს. წინასწარ ვერსიებზე არაფერს ვამბობთ, რადგან ჩვენ თვითონაც არაფერი არ ვიცით. შეყვარებულზე გადაბრალებაც უაზრობაა, მას შეყვარებული არ ჰყოლია“- განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა.

მ. ჯ-ს განცხადებით, მარიამი უკომფლიქტო ადამიანი იყო და სკოლაშიც ყველას ეხმარებოდა.

„ვინც კი მარიამს იცნობს, ყველა დაგიდასტურებთ, როგორი გოგო იყო, მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი. ყველას ეხმარებოდა, თუ ამის საჭიროება არსებობდა. როგორც შეეძლო ყველას გვერდში ედგა. ჩაკეტილიც არ ყოფილა - ბავშვებთან ხშირად ერთობოდა, ღიმილიანი და აქტიური ბავშვი იყო. ყველა ასაკის ადამიანთან შეეძლო ურთიერთიბა და მეგობრობა, ყველა უყვარდა და ანალოგიურად ყველას ძალიან უყვარდა თვითონაც, რა მოხდა ნამდვილად არ ვიცით“- აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

რაც შეეხება წარწერას, მ. ჯ-სთვის უცნობია, ეკუთვნის თუ არა ის გარდაცვლილს.

„წარწერა არ მინახავს, შესაბამისად ვერაფერს გეტყვით. ვიცი რომ მარიამი მომავალს გეგმავდა, უნივერსიტეტში უნდოდა სწავლის გაგრძელება და აქტურად ემზადებოდა“- გვითხრა მოზარდის ნათესავმა.

მარაიამ ჯ-ს ოჯახი წარმოშობით ადიგენიდანაა. მათ კიდევ სამი შვილი ჰყავთ. გარდაცვლილი მათი უფროსი შვილი იყო, ის ზრუნავდა უმცროს დედ-მამიშვილებზეც.

„პატარა რამდენიმე თვისაა, მარიამი მას ხშირად ასეირნებდა, შუათანა კი ბაღში მიჰყავდახომე, ასე ზრუნავდა მათზე“- განუცხადა „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეზობელმა.

შარტავას #43-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჟურნალისტებთან არ მალავენ, რომ შემთხვევის ადგილზე ახალგაზრდები ხშირად იკრიბებინ და ხმაური ხშირად ისმის.

„ობიექტი არ ფუნქციონირებს, ხშირად შეგვინიშნავს ახალგაზრდები, რომლებიც ღამის საათებში ადგილზე ხშირად იკრიბებიან და ხმაურობენ“- აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაააღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42